რეგიონებში კალათბურთის განვითარების პროგრამის პირველი ეტაპი რუსთავში გაიმართა

რეგიონებში კალათბურთის განვითარების პროგრამის პირველი ეტაპი რუსთავში გაიმართა

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის, ასაკობრივი ნაკრებების დეპარტამენტისა და მწვრთნელთა კავშირის ორგანიზებით დაიწყო რეგიონებში კალათბურთის განვითარების პროგრამა, რომელიც ადგილობრივ კალათბურთის ფედერაციებთან თანამშრომლობით განხორციელდება.

პროგრამის განხორციელება ქვემო ქართლიდან დაიწყო. 18 და 19 ნოემბერს რუთავის „ქიმიკოსთა“ დარბაზში საქართველოს ეროვნული და 20-წლამდელთა ნაკრებების მწვრთნელმა, სერბმა სპეციალისტმა მილოშ გლიგორიევიჩმა საკალათბურთო კემპი ჩაატარა.

გლიგორიევიჩი გახლავთ ჩვენი ფედერაციის მიერ მოწვეული სერბი მწვრთნელი, რომელიც 2 წელია, საქართველოშია და როგორც ეროვნულ ნაკრებს, ისე ასაკობრივ ნაკრებებს ახმარს საკუთარ ცოდნა-გამოცდილებას. რუსთავში გამართულ კემპს დაესწრნენ მისი ორგანიზატორები, ასაკობრივი ნაკრებების მნეჯერი შალვა ონიანი და ქვემო ქართლის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ილია კეჭაყმაძე.

კემპში მონაწილეობა მიიღეს რუსთავისა და გარდაბნის 2004-დან 2009 წლამდე დაბადებულმა მოზარდმა კალათბურთელებმა და ამ ქალაქების მწვრთნელებმა. პროგრამის მიზანია, ერთის მხრივ სასელექციო მუშაობის განხორციელება და პერსპექტიული კალათბურთელების აღმოჩენა, მეორეს მხრივ – ადგილობრივი მწვრთნელებისთვის საკალათბურთო ვარჯიშების სწორედ დაგეგმარების პრეზენტაცია, მოზარდებთან მუშაობის თავისებურებების ჩვენება. კემპზე დამსწრე მწვრთნელებს აღნიშნულ თემატიკაზე საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ გამოცემული სპეციალური ბროშურფები დაურიგდათ. 

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია მზადაა, ამ კუთხით ნებისმიერ საკალათბურთო სკოლასთან ითანამშრომლოს და მათი სურვილის შემთხვევაში კომპეტენტური სპეციალისტები მიავლინოს კალათბურთის განვითარების პროგრამის ფარგლებში. 

რეგიონებში კალათბურთის განვითარების პროგრამა ქვემო ქართლში გაგრძელდება და შემდეგი კემპები ქალაქ ბოლნისსა და მარნეულში ჩატარდება.