თბილისის ჩემპიონატი 14-წლამდელებს შორის დასასრულს უახლოვდება. უკვე ცნობილია ის 10 გუნდი, რომლებმაც საქართველოს პირველობის საგზურები მოიპოვეს, თუმცა ბრძოლა დედაქალაქის საუკეთსო გუნდის გამოსავლენად გრძელდება.
გასულ შაბათს საკალათბურთო აკადემიაში ის მატჩები გაიმართა, რომლებმაც ჯგუფიდან პლეი ოფში გამვლელები გამოავლინა, დღეს კი მეოთხედფინალები, ასევე საქართველოს ჩემპიონატზე გასასვლელი საკვალიფიკაციო მატჩები ჩატარდა.
პლეი ოფში ავტომატურად გავიდნენ ჯგუფებში I-II ადგილებზე გასული გუნდები, რომლებსაც სამიდან 2 საუკეთესო მესამეადგილოსანი დაემატა. “აკადემია 1”-მა, 1-ელი ექსპერიმენტალური სკოლის გუნდმა და “ოლიმპმა” პირველი ადგილები დაიკავეს, ხოლო მეორეზე შსს, დინამო” და “ნიკეა” გავიდნენ. საუკეთსო მესამეადგილოსანი “ა” ჯგუფის ბინადარი თსსუ აღმოჩნდა, ხოლო ბოლო იღბლიანი, რომელმაც მეოთხედფინალი შეავსო, “ჰიუნდაი 2” იყო. ამ უკანასკნელმა ბურთბის შეფარდებით აჯობა თავის კლუბის წევრ “ჰიუნდაი 3”-ს.
გიორგი ხუბულაშვილმა “აკადემიას” 51 ქულა ჩაუგდო
ჯგუფებში მე-4 ადგილზე გასული 3 გუნდი (ბასტიონი, ზაზა, ვესტა) და უარესი შედეგის მქონე მე-3 ადგილოსანი (ჰიუნდაი 3) საქართველოს ჩემპიონატზე მოსახვედრი 2 საგზურისთვის ბრძოლაში გადაერთვნენ. საკვალიფიკაციო მატჩები, ასევე მეოთხედფინალები, დღეს საკალათბურთო აკადემიისა და 53-ე საჯარო სკოლის დარბაზებში გაიმართა.
უაღრესად დაძაბული გამოდგა მეოთხედფინალური მატჩი “აკადემია 1”-სა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის გუნდს შორის. შეხვედრის ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, ხოლო დამატებით დროში გამარჯვება შსს-ს დარჩა – 94:92. “ძალოვანთა” გამარჯვებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის გიორგი ხუბულაშვილს, რომელმაც “აკადემიას” 51 ქულა ჩაუგდო.
არანაკლებ დაძაბული და საინტერესო გამოდგა “დინამოსა” და “ნიკეას” შერკინება, რომლის ბედიც მატჩის ბოლო წამებზე გადაწყდა. ნახევარფინალში “დინამო” გავიდა, რომელმაც მეტოქე 2 ქულის სხვაობით – 83:81დაამარცხა. დაძაბული იყო “ოლიმპისა” და სამედიცინო უნივერსიტეტის მატჩიც, რომელიც საბოლოოდ ოლიმპელებმა 46:38 მოიგეს. ყველაზე უინტერესო 1-ელი ექსპერიმენტალურის, იგივე “ჰიუნდაი 1”-ისა და “ჰიუნდაი 2”-ის დაპირისპირება გამოდგა. საჯარო სკოლის ბაზაზე მყოფმა ძირითდმა გუნდმა “ჰიუნდაი 2”-ს 104:27 მოუგო. შესაბამოსად, ნახევარფინალური წყვილებიც დაკომპლექტდა: ოლიმპი-შსს და 1-ელიექსპერიმენტალური-დინამო.
საქართველოს ჩემპიონატზე გასასვლელ მატჩებში “ვესტამ” “ჰიუნდაი 3” 87:32 დაამარცხა, ხოლო “ზაზამ” “ბასტიონს” 54:47 მოუგო. შესაბამისად, ქვეყნის პირველობაზე “ვესტა” და “ზაზა” გავიდნენ.
ნახევარფინალები ხვალ, საკალათბურთო აკადემიაში გაიმართება.
რეგულარული ჩემპიონატის საბოლოო ცხრილი:
შენიშვნა: თ – თამაში, მ – მოგება, წ – წაგება, ქ – ქულა, ა – ადგილი
პლეი ოფის ბადე:
საქარველოს ჩმპიონატზე გასასვლელი მატჩები: