14-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო

14-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო

გალერეა საქართველოს ჩემპიონატი 14-წლამდელთა
შორის გუშინ, 26 იანვარს დაიწყო. კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ შედგენილი
კალენდრის მიხედვით, აღნიშნული ტურნირი 31 მაისამდე გაგრძელდება.

საქართველოს პირველობის დაწყებამდე
გაიმართა თბილისის ჩემპიონატი, რომლის საუკეთესო 10-მა გუნდმა საქართველოს პირველობის
საგზურები მოიპოვა. მოსახვედრად დედაქალაქის გუნდებმა ჯერ თბილისის ჩემპიონატში იასპარეზეს,
საიდანაც საუკეთესო 10 გავიდა, მათ დაემატათ რეგიონების 6 გუნდი და მთლიანობაში
14-წლამდელთა საქართველოს პირველობაზე 16 გუნდი შეიკრიბა.

გუნდები 2 ჯგუფში არიან გადანაწილებულნი.
ჯგუფური ეტაპი ჩატარდება 2 წრედ, რის შემდეგაც თითოეული ჯგუფიდან 4-4 საუკეთესო გუნდი
მერვედფინალში გავა. მომდევნო ადგილებზე გასული კლუბები 9-16 ადგილებს გაითამაშებენ.

მეოთხედფინალურ სერიაში თამაშები
2 მოგებამდე იქნება. წყვილში პირველად მითითებული გუნდი სერიის მეორე მატჩს გამართავს
საკუთარ მოედანზე. მეოთხედფინალიდან გავარდნილი გუნდები ერთმანეთში გაითამაშებენ
4-7 ადგილებს, ხოლო გამარჯვებულები გააგრძელებენ ჩემპიონობისთვის ბრძოლას.

ნახევარფინალურ სერიაში გამარჯვება
2 მოგებამდე იქნება, ხოლო ფინალში ჩემპიონი 3 მოგების შედეგად გამოვლინდება. მე-3,
მე-5 და მე-7 ადგილების მფლობელები 1 გამარჯვებით გამოვლინდება.

26 იანვარს საკალათბურთო აკადემიის
დარბაზში 6 მატჩი გაიმართა, ხოლო 27-ში ერთი შეხვედრა ჩატარდა. გთავაზობთ გამართული
მატჩების შედეგებსა და საუკეთესო მოთამაშეთა მონაგარს.

სოხუმი
– ვესტა  63:75

სოხუმი: ანდრია ანთელაძე
– 31ქულა, 7მოხსნა; მიხეილ ცქიტიშვილი – 15ქულა, 18მოხსნა;

ვესტა: გიორგი რუხაძე
– 16ქულა; დათო გელაშვილი – 15ქულა, 10მოხსნა; გიორგი როსებიშვილი – 15ქულა; ლუკა ხობელია
– 12ქულა, 10მოხსნა.

 

შსს
აკადემია – გორი  71:61

შსს აკადემია: გიორგი ხუბულაშვილი
– 32ქულა; დავით ჟღენტი – 15ქულა, 21მოხსნა;

გორი: მიხეილ ჩადუნელი
– 35ქულა, 9მოხსნა; გიორგი ხორბალაძე – 15ქულა, 16მოხსნა.

 

თელავი
– აკადემია  25:109

თელავი: გიორგი თამარაშვილი
– 8ქილა, 23მოხსნა;

აკადემია: გიორგი კვაჭანტირაძე
– 38ქულა, 9მოხსნა; ლუკა მაზიაშვილი – 14ქულა; მიშა ზურაბაშვილი – 12ქულა; კახა ჟღენტი
– 10ქულა, 8პასი.

 

ოლიმპი
– ჰიუნდაი 2  77:37

ოლიმპი: ცოტნე ცარიძე
– 14ქულა, 14მოხსნა; ბიბა თორთლაძე – 13ქულა, 12მოხსნა; ნიკა მედილინი – 13ქულა; გიორგი
სადღობელაშვილი – 10ქულა.

ჰიუნდაი 2: ლადო თოფურია
– 15ქულა.

 

1-ლი
ექსპერიმენტული ჰიუნდაი – ფოთი  71:59

1-ლი ექსპერიმენტული ჰიუნდაი: ლევან წენგუაშვილი
– 24ქულა, 11მოხსნა; გივიკო გოგიტაშვილი – 22ქულა, 21მოხსნალ

ფოთი: ოთარ პერტაია –
31ქულა, 20მოხსნა; შმაგი ქორჩილავა – 20ქულა, 11მოხსნა.

 

ზაზა-მართვე
– ნიკეა 45:93

ზაზა-მართვე: მიხეილ ხურცია
– 11ქულა; ირაკლი ბარბაქაძე – 10ქულა.

ნიკეა: შოთა გორგოძე
– 36ქულა, 14მოხსნა; ნიკა ნადარეიშვილი – 29ქულა, 27მოხსნა; ნიკა ერაძე – 16ქულა.

 

შსს
აკადემია – ფოთი  66:89

შსს აკადემია: გიორგი ხუბულაშვილი
– 31ქულა, 8მოხსნა; დათო ჟღენტი – 13ქულა, 8მოხსნა;

ფოთი: ოთარ პერტაია
– 38ქულა, 20მოხსნა, 8პასი; შმაგი ქორჩილავა – 26ქულა, 13მოხსნა; დავით გაბუნია –
17ქულა.