14-წლამდელთა მორიგი შეხვედრები

14-წლამდელთა მორიგი შეხვედრები

დღეს თბილისის სპორტის სასახლემ 14–წლამდელთა ჩემპიონატის
სამ მატჩს უმასპინძლა. სანამ  „შსს–აკადემიასა“ და „ოლიმპს“ შორის საქართველსო თასის გათამაშების ფინალური შეხვედრა
დაიწყებოდა, ქვეყნის მთავარ სპორტულ დარბაზში 1999 წელს დაბადებულთა ტურნირის მატჩები
გაიმართა.

თავდაპირველად ერთმანეთს სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი
და კლუბი „ბასტიონი“ შეხვდნენ. მედიკოსებმა დამაჯერებელი სხვაობით – ანგარიშით
77:38 იმარჯვეს. გამარჯვებულებში 29 ქულითა და 22 მოხსნით ვლადიმერ აბულაძე გამოირჩა.

მორიგ მატჩში ერთმანეთის პირისპირ I ექსპერიმენტალური სკოლის გუნდი
„ჰიუნდაი“ და „ფოთი“ შეხვდნენ. თამაში ვერ გამოდგა საინტერესო. ჰიუნდაელთა უპირატესობა
აშკარა იყო. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილისა და ლაშა თოიძის გაწვრთნილმა „ჰიუნდაიმ“ ზღვისპირული
გუნდი დიდი სხვაობით – 106:27 დაამარცხა. გამარჯვებულთაგან 10–ქულიანი ზღვარს ერთბაშად
7–მა კალათბურთელმა უწია, რომელთაგან ყველაზე მეტი – 22 ქულა ივანე მეგენეიშვილმა მოაგროვა.

ბრძოლა მესამე შეხვედრაშიც ვერ ვიხილეთ. „აკადემია
1“–ისა და „კარდინალების“ შეხვედრა ამ უკანასკნელის 31–ქულიანი გამარჯვებით, ანგარიშით
75:44 დამთავრდა. გამარჯვებულებს ულიდერა ნიკა ყირიმელმა, რომელიც მოედანზე მყოფ კალათბურთელებზე
ერთი თავით მაღლა იდგა. ყირიმელმა შეხვედრა 40 ქულით, 15 მოხსნით, 7 ჩაჭრით და 4 პასით
დაასრულა. აღსანიშნავია, რომ არც ერთ მის თანაგუნდელს 10–ქულიანი ზღვრისთვის არ მიუღწევია.
საკალათბურთო აკადემიამ უმაპინზლა ნიკეასა და დინამოს დაპირისპირებას, სადაც  დინამოლებმა 62:45 დაამარცხეს მეტოქე.  დინამოს გუნდში ორმაგი დუბლი ერთბაშად ორმა მოტამაშემ შეასრულა –  ლაშა მალანიამ 21 ქულა და  15 მოხსნა დააგროვა, ხოლო  ზურა კოპაძემ –  11 ქულა და 9 მოხსნა. ნიკეას გუნდში თავი გამოიჩინა თორნიკე კალანდაძემ, რომლის ანგარიშზეც 22 ქულა და 13 მოხნაა. 

 
თბილისის სპორტის სასახლე
ფოთი – I
ექსპერიმენტალური–ჰიუნდაი     27:106

გამორჩეული მოთამაშეები:

ფოთი:
ხურცილავა 18 ქულა, 14 მოხსნა, ქორჩილავა 8 ქულა

I
ექს: მეგენეიშვილი
22 ქულა, ბითაძე 12 ქულა, 14 მოხსნა

 

თსსუ – ბასტიონი  77:38

გამორჩეული მოთამაშეები:

თსსუ: ალავიძე
29 ქულა, 22 მოხსნა, ჩიგოგიძე 10 ქულა, 16 მოხსნა

ბასტიონი:
ბიძინაშვილი 13 ქულა, დოღონაძე 12 ქულა

 

კარდინალები
– აკადემია 1  75:44

გამორჩეული მოთამაშეები:

კარდინალები:
ყირიმელი 40 ქულა, 15 მოხსნა, 7 ჩაჭრა, ჩხაიძე 8 ქულა

აკადემია 1:
ჟღენტი 11 ქულა, ზურაბაშვილი 8 ქულა

 

საკალათბურთო აკადემია
ნიკეა-დინამო
45:62  

გამორჩეული მოთამაშეები:

ნიკეა-თორნიკე
კალანდაძე 22 ქულა, 13 მოხსნა;

დინამო-ლაშა
მალანია 21 ქულა, 15 მოხსნა; ზურა კოპაძე 11 ქულა, 9 მოხსნა.