14-წლამდელთა თბილისის ჩემპიონატის მორიგი მატჩები

14-წლამდელთა თბილისის ჩემპიონატის მორიგი მატჩები

დღეს, საკალათბურთო აკადემიის დარბაზში თბილისის 14-წლამდელთა ჩემპიონატის 3 მატჩი გაიმართა. შეხვედრები დაძაბული ვერ გამოდგა. ყველა ფავორიტად მიჩნეულმა გუნდმა იოლად მოიგო.
“აკადემია 1”-მა “ჰიუნდაი 3”-ს 99:19 მოუგო, ხოლო “ნიკეამ” “ზაზას” 92:40 გაანადგურა. მესამე შეხვედრაში “ჰიუნდაი 2”-მა 59:38 სძლია “აკადემია 3”-ს.
შეგახსენებთ, რომ თბილისის ჩემპიონატის პლეი ოფში 1-2 ადგილებზე გასული გუნდები, ასევე საუკეთესო 2 მე-3 ადგილოსანი გავლენ.