6 ნოემბერს ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში სტარტი აიღო
       2011-2012 წლების 16-წლამდელთა ასაკობრივმა ჩემპიონატმა, სადაც 17 გუნდი იასპარეზებს.
   ჩემპიონატი ა და ბ ჯგუფებად დაიყო და ასე განაწილდა:
ა ჯგუფი: აკადემია, ქუთაისი, ავერსი-მართვე, რუსთავი2, თსსუ, შსს, კაკტუსი, კარდინალი -ორბი 2;
ბ ჯგუფი: რუსთავი 1, ზაზა, ფოთი, ნიკეა, კარდინალი-ორბი, აქსი, სოხუმი, ლომები და ავერსი-მართვე 2.
აღსანიშნავია, რომ ზემოთ ჩამოთვლილ გუნდთაგან წელს დებიუტი აქვთ კაკტუსის, აქსისა და სოხუმის  გუნდებს. ასევე გაცნობებთ, რომ განახლდა 16-წლამდელთა ასაკობრივი ჩემპიონატის ვებ-გვერდი, www.U-16.ge,   სადაც აქამდე სარეორგანიზაციო  და ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობდა. ამდენად ვებ-გვერდის მომხარებელი დღეიდან ამ ასაკობრივი ჩემპიონატის ყველა სიახლეს, სტატისტიკურ მონაცემებს, ფოტომასალასა და სხვა  დამატებით ინფორმაციას იხილავს.