გალერეა დასრულდა 16 წლამდე გოგონათა აქართველოს ჩემპიონატი.
გამარჯვება ლელა ცანავას, როლანდ გელოვანისა და მანანა ბიჩინაშვილის გაწვრთნილ „მე-100
სკოლა – ბასტიონს“ დარჩა, რომელმაც მთელი ჩემპიონატი წაუგებლად განვლო, ხოლო ფინალში
„ქუთაისს“ 76:39 სძლია.
„მე-100 სკოლა
– ბასტიონი“ თითქმის მთლიანად ასაკობრივი – 18 და 16 წლამდელთა ნაკრებების წევრებით
არის დაკომპლექტებული. ლელა ცანავას გუნდს წინააღმდეგობა თითქმის არ შეხვედრია და
16-წლამდელთა ჩემპიონატი წინაღობის გარეშე მოიგო.
ქუთაისელთა ფინალში
გასვლა კი მართლაც გამოსარჩევი შედეგია. იმერულმა კლუბმა ნახევარფინალში თელავში ადგილობრივ
გუნდს სძლია და ფინალში გავიდა. ფინალური მატჩი დღეს, 14 ივნისს თბილისის სპორტის ახალ
სასახლეში გაიმართა, რომლის პირველი პერიოდი მე-100 სკოლელებმა 31:6 მიგეს და მატჩის
ბედი ფაქტობრივად გადაწყვიტეს. ამის შემდეგ მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო და საბოლოოდ
ცანავას გუნდმა 76:39 იმარჯვა.
გამარჯვებულებს
25-25 ქულით ნატალია ოთხმეზურმა და ვიქტორია გეგეშიძემ ულიდერეს. სწორედ გეგეშიძემ
ჩაიბარა მატჩის შემდეგ საჩემპიონო თასი, რომელიც მას კალათბურთის ფედერაციის ქალთა
კალათბურთის დეპარტამენტის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ვალენტინ დერიუგინმა გადასცა.
გამარჯვებული
გუნდი და მეორე ადგილის მფლობელი ქუთაისელები მედლებით, სიგელებითა და დიპლომით ვეტერანმა
კალათბურთელებმა – ანტონ კაზანჯიანმა და ვალერი ლომაძემ დააჯილდოვეს.
მესამე ადგილზე
გავიდა „თელავი“, რომელმაც საკუთარ მოედანზე „ხაშურს“ სძლია.