20-წლამდელებმა სტარტი აიღეს

20-წლამდელებმა სტარტი აიღეს

 3 ნოემბერს 20-წლამდელთა ასაკობრივი ჩემპიონატი და  დაიწყო, სადაც 
9 გუნდი იღებს მონაწილეობას. 

 ესენია: თბილისის ,,მაკაბი”, შსს, ,,რუსთავი”, თბილისის ,,დინამო”, სტუ, ,,სოხუმი”,  ,,ოლიმპი” და ,,კარდინალი”.

ამათგან დებიუტი შინაგან
საქმეთა სამინისტროს გუნდს, ,,ოლიმპს” და ,,კარდინალს” აქვთ, რომლებიც წელს  პირველად ჩაებნენ 20-წლამდელთა ასაკობრივ ჩემპიონატში.

  აღსანიშნავია,
რომ 20-წლამდელთა წლევანდელ ჩემპიონატში მონაწილე გუნდებიდან 6 გუნდი( ,,დინამო’”,
შსს, ,,ოლიმპი”,  ,,რუსთავი”, სტუ, ,,სოხუმი”)  სუპერლიგაში მონაწილე გუნდები დუბლშემადგენლობაა.     

2011-12 წლების სუპერლიგის დებულების თანახმად სუპერლიგის
კლუბის განაცხადში შეყვანილ ასაკობრივი კატეგორიის მოთამაშეს (20,18,16) უფლება აქვს
ერთდროულად ითამაშოს საქართველოს 20,18 და 16 წლამდელთა ჩემპიონატში მხოლოდ თავისი კლუბის
შესაბამის  ასაკობრივი კატეგორიის გუნდში.

  ასე, რომ  20-წლამდელთა 
ჩემპიონატში მოასპარეზე მოთამაშეებს უმაღლეს ლიგაშიც (სუპერლიგა) ვიხილავთ,
რაც ახალგაზრდა მოთამაშის პროფესიული წინსვლისთვის ჩინებული შანსი და  საშუალებაა.

   20-წლამდელთა
ასაკობრივ ჩემპიონატზე სიახლეებს,  თამაშების განრიგს, 
სტატისტიკას, ფოტომასალასა და  სხვა დამატებით
ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ 20-წლამდელთა 
ასაკობრივი ჩემპიონატის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  – 
www.U-20.ge