2014-2015 წლების სეზონი სუპერთასით დასრულდება

2014-2015 წლების სეზონი სუპერთასით დასრულდება

სუპერლიგის 2014-2015
წლების სეზონი 31 მაისს, სუპერთასის გათამაშებით დასრულდება. სეზონის ბოლო ტიტული
გაზაფხულის ბოლო დღეს გათამაშდება. ლეგენდარული მოთამაშისა და მწვრთნელის, ოთარ
ქორქიას სახელობის სუპერთასს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის გუნდი
და თბილისის „დინამო“ გაითამაშებენ.

 სწორედ ამ გუნდებმა გაინაწილეს მიმდინარე
სეზონის 2 უმთავრესი ტიტული: შსს-აკადემია სუპერლიგის ჩემპიონი გახდა, „დინამომ“
კი
თასის გათამაშებაში იმარჯვა. წლების მანძილზე არსებული ტრადიციის თანახმად,
სუპერთასიც ჩემპიონმა და თასის მფლობელმა უნდა გაითამაშონ. სუპერთასის
მატჩი  31 მაისს, სპორტკომპლექს „არენაში“,
18:00 საათზე
დაიწყება.