Teams
გალერეა
დასრულდა 3X3 კალათბურთში საქართველოს
ჩემპიონატის მორიგი ტური, რომელსაც 4 ივლისს, ბორჯომმა უმასპინძლა. სამცხე–ჯავახეთის
რეგიონის შესარჩევ ტურში 10 გუნდი მონაწილეობდა, საიდანაც 2 თბილისის იყო, 1 შიდა ქართლის,
დანარჩენი კი – ადგილობრივი.
ფინალში თბილისური
გუნდები გავიდნენ – AND1-მა
საჩემპიონო მატჩში „საკაკტუსე“ (დავით გაფრინდაშვილი, მიხეილ ამაშუკელი, კირილე ტატუნაშვილი,
გიორგი ბოხუა) 9:6 დაამარცხა და ტურის გამარჯვებულისთვის დაწესებული მედლებთან, სიგელებთან
და თასთან ერთად კომპანია „IDS
ბორჯომისგან“ დაწესებული მობილური ტელეფონებიც ჩაიბარა. გამარჯვებული გუნდის
წევრებს – დავით ეძგვერაძეს, გიორგი ვახანიას, ზუკა მაჩლაძეს და თორნიკე ვარდოსანიძეს
კომპანია „ბორჯომის“ წარმომადგენელმა ირაკლი სტეფნაძემ „HUAWEI”-ს ფირმის მობილური
ტელეფონები გადასცა. რაც შეეხება თასს, მედლებს და სიგელებს, გამარვებულებს აღნიშნული
პრიზები ბორჯომის სპორტსკოლის დირექტორმა, გოგა მელიქიძემ გადასცა.
მცხეთაში, თელავში
და ბათუმში გამარჯვებების შემდეგ AND1-მა
ბორჯომში, საქართველოს ჩემპიონატის მე–4 შესარჩევი
ტური მოიგო. მიუხედავად ამდენი გამარჯვებისა, ამ გუნდს არ აქვს მოპოვებული საქართველოს
ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური. ბორჯომის ტურში სამცხე–ჯავახეთის გუნდებს შორის
ყველაზე მაღალი შედეგი „ბორჯომმა“ აჩვენა, რომელსაც ფინალური ეტაპის საგზური ერგო.
საქართველოს ჩემპიონატის
მორიგი შესარჩევი ტური ქვემო ქართლის იქნება, რომელსაც 6 ივლისს გორი უმასპინძლებს.