3×3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატის რაჭის ტური ონელებმა მოიგეს

3×3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატის რაჭის ტური ონელებმა მოიგეს

Teams
გალერეა 3 ივლისს ამბროლაურმა 3X3 ჩემპიონატის რაჭა–ლეჩხუმის
შესარჩევ
ტურს
უმასპინძლა.
რაჭის
მთავარ
ქალაქში
თავი
მხოლოდ
ოთხმა
გუნდმა
მოიყარა.
გამარჯვებული
„ონუკა“
გახდა,
რომლის
ღირსებასაც
აკაკი
ლომოური,
ზურა
მაისურაძე
და
ლუკა
ჭუმბაშვილი
იცავდნენ.
შესაბამისად,
3X3 კალათბურთში
საქართველოს
ჩემპიონატის
ფინალში
რაჭა–ლეჩხუმის
რეგიონის
ღირსებას
ონის
გუნდი
„ონუკა“
დაიცავს.

ონელებმა ფინალში AND1 დაამარცხეს, გუნდი,
რომელმაც
მანამდე
3 შესარჩევი
ტური
მოიგო
მცხეთაში,
თელავსა
და
ბათუმში.
ფინალამდე
ეს
გუნდები
ერთმანეთს
ჯგუფში
შეხვდნენ
და
ის
მატჩში
AND1–მა
მოიგო,
რომლის
ღირსებასაც
ამბროლაურში
დავით
ეძგვერაძე,
ზუკა
მაჩალაძე,
თორნიკე
ვარდოსანიძე
და
ქუთაისელი
დიტო
დვალიშვილი
იცავდნენ.
ჯგუფური
 ეტაპის მატჩი AND1-მა 21:14 მოუგო ონელებს, თუმცა ფინალში რაჭველებმა ტაქტიკა შეცვალეს და ძალისმიერი, აგრესიული თამაშის ხარჯზე მრავალგზის გამარჯვებულ გუნდს 16:9 სძლიეს.

ტურნირის დასრულების შემდეგ პრიზიორი გუნდები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.
საქართველოს
ჩემპიონატის
მორიგი
შესარჩევი
ტური
ბორჯომში ჩატარდა.