3X3 კალათბურთში
საქართველოს ჩემპიონმა გუნდმაL.R.G-მა რუმინეთში,
მსოფლიო ტურის შესარჩევ ტურნირზე იასპარეზა. ტატო ჩაჩიბაიამ, მიხეილ ფანჩულიძემ,
გიორგი ბოხუამ და კირილე ტატუნაშვილმა რუმინული ტურნირის საგზური საქართველოს
ჩემპიონატში გამარჯვებით მოიპოვეს. რუმინეთულ ტურნირზე ტრავმირებული გიორგი ბოხუა
გიორგი ოთიაშვილმა ჩაანაცვლა. L.R.G-ის ტურნირზე გამგზავრება 3X3 კალათბურთში
საქართველოს ჩემპიონატის პარტნიორმა, ტურისტულმა კომპანია „თრეველინმა“
უზრუნველყო.
მსოფლიო ტურის შესარჩევს, სახელწოდებით RAIFFEISEN BANK
CHALLENGER-ს ბუქარესტმა 26-27 ივლისს უმასპინძლა
და მასში 12 ქვეყნის გუნდი მონაწილეობდა. ტურნირის გამარჯვებულს ჯილდოდ 23-24
აგვისტოს, პრაღის მსოფლიო ტურის საგზური ერგებოდა.
ბუქარესტში თავი მოიყარეს ალბანეთის,
ანდორას, სერბეთის, ხორვატიის, კოსოვოს, ესპანეთის, ბულგარეთის, თურქეთის, მაკედონიის,
საქართველოსა და რა თქმა უნდა, რუმინეთის გუნდებმა. 16 მონაწილე 4 ჯგუფში იყო
განაწილებული და სამწუხაროდ, საქართველოს ჩემპიონი ჯგუფიდან ვერ გავიდა.
ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი
მასპინძლებისადმი მიკერძოებული მსაჯობა იყო. L.R.G. ჯგუფში მოხვდა კოსოვოს,
ესპანეთის და რუმინეთის გუნდებთან. ქართველებმა კოსოვოელები 13:10 დაამარცხეს,
ხოლო მომავალ ჩემპიონ ესპანელებთან შეხვედრა 14:21 დათმეს. რაც შეეხება რუმინეთთან
მატჩს, ქართველები გამარჯვებასთან ახლოს იყვნენ, თუმცა სხვადასხხვა მაქინაციების
გამოყენებით L.R.G-ს ქულა დააკლეს და საბოლოოდ მასპინძლებმა 21:19 იმარჯვეს.
როგორც უკვე ვთქვით, ქართველების
ჯგუფში მყოფმა ესპანურმა გუნდმა – Palo
Peak-მა მოიგო, რომელმაც
ფინალში სხვა რუმინული გუნდი – tricolori 21:13 დაამარცხა. რაც შეეხება
ქართველების ჯგუფიდან გასულ რუმინულ Rahova’s Finest-ს, იგი სერბულ გუნდთან 11:19
დამარცხდა.