აგრარულმა უნივერსიტეტმა შსს უშანსოდ დატოვა

აგრარულმა უნივერსიტეტმა შსს უშანსოდ დატოვა

ცენტრალურ მატჩში ყველა მეტ-ნაკლებად დაძაბულ ბრძოლას ელოდა, მაგრამ
აგრარული უნივერსიტეტის მძლავრმა თამაშმა ამ შეხვედრას ინტრიგა პირველივე ტაიმში
დაუკარგა. სსაუ–მ მოძლიერებული შსს ზედმეტი გართულებების გარეშე დაამარცხა.

ამ მატჩის მხოლოდ სადებიუტო წუთები გამოდგა დაძაბული. პირველ
მიძალებას შსს–მ გაუძლო. სსაუ ბექა წივწივაძისა და ირაკლი გულისაბედაშვილის
აქტიური და ზუსტი თამაშით 13:4 დაწინაურდა, თუმცა შსს–მ მალევე მოახერხა
გათანაბრება – 13:13.

შემდეგ ისევ სსაუ–ს ჯერი დადგა. უკანახაზელებს მხარი აუბა ამერიკიდან
მობრუნებულმა რიჩარდ მათიაშვილმა და აგრარელთა მეორე ცენტრმა რევაზ
ათანელიშვილმა.  შედეგად აგრარული
უნივერსიტეტის გუნდმა 25:15 მოიგო პირველი მეოთხედი და მეორეში კიდევ უფრო გაზარდა
სხვაობა. ამას დაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდელთა ანერვიულება, რაც
მსაჯთა მოქმედებით იყო გამოწვეული. შსს–ს გუნდის წევრები თვლიდნენ, რომ მსაჯი მათ
არასამართლიანად ექცეოდა და ამის გამო პროტესტ ხმამაღლა გამოხატავდნენ. ამას შსს–ს
ფორვარდის, გიორგი მარკოიშვილის ტექნიუკურით დაჯარიმება მოჰყვა, ხოლო მოგვიანებით,
მესამე მეოთხედში, როცა სსაუ–ს უპირატესობამ უკვე 30 ქულას მიაღწია, მარკოიშვილმა
მეორე ტექნიკური და შესაბამისად დისკვალიფიკაცია მიიღო.

ამის შემდეგ თამაში ფორმალობად იქცა და საბოლოოდ სსაუ–ს სოლიდური
გამარჯვებით დასრულდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა ბექა წივწივაძემ, რომელმაც 29 ქულა მოაგროვა. წივწივაძემ ქულათა უმეტესობა საჯარიმოს ხაზიდან მიითვალა. იგი 17-ჯერ დადგა საჯარიმოს სასროლ ნიშნულთან და 15-ჯერ ზუსტად ისროლა.
მატჩის სტატისტიკა: http://www.superleague.ge/results.php?gameid=192