აკადემიამ პირველი გამარჯვება ოლიმპთან მოიპოვა

აკადემიამ პირველი გამარჯვება ოლიმპთან მოიპოვა

 სტატისტიკა  გალერეასუპერლიგის მერვე ტური ოღბლიანი გამოდგა კლუბ „აკადემიასთვის“.
გელა წულაძის გაწვრთნილმა გუნდმა მიმდინარე ჩემპიონატის პირველი გამარჯვება მოიპოვა.
აკადემიელებმა საკმაოდ ძლიერ მეტოქეს – „ოლიმპს“ მოუგეს, რომელიც ამ ტურამდე მესამე
ადგილზე იმყოფებოდა.

„აკადემიამ“ წინა ტურში ზედიზედ მე-7 წაგების შემდეგ
გუნდიდან გაუშვა ამერიკელი ლეგიონერი დეანდრე მეისი, ხოლო იმავე შეხვედრაში დებიუტის
მქონე 2 ოკეანგაღმელი – მორის ბრიგსი და ემერსონ მიურეი გუნდში დაიტოვა. ამ კალათბურთელებმა
დღეს შესანიშნავად ითამაშეს და „აკადემიის“ პირველ გამარჯვებაში ლომის წილი დაიდეს.

განსაკუთრებით გამოსარჩევია მორის ბრიგსის გარჯა, რომელმაც
შეხვედრა 22 ქულითა და 11 მოხსნით დაასრულა. მისმა შედეგიანობამ ბოლო პერიოდში საბოლოოდ
გატეხა ოლიმპელები. ყოველთვის ბოლომდე მებრძოლი გია კაზანჯიანის გაწვრთნილი „ოლიმპი“
ისეთ წინააღმდეგობას წააწყდა, მატჩი უშანსოდ დათმო.

ბოლო პერიოდი „აკადემიამ“ 20:5 მოიგო, არადა, სწორედ
გადამწყვეტ მეოთხედში იყო ბრძოლა მოსალოდნელი, რადგან პირველ ტაიმში მეტ-ნაკლებად თანაბარი
თამაში მიმდინარეობდა. „აკადემიის“ კალათბურთელებმა შესანიშნავად ითამაშეს დაცვაში
და წარმატების მთავარი მიზეზიც ეს გახლდათ.

საბოლოოდ მხოლოდ ერთმა ოლიმპელმა მიაღწია 10-ქულიან
ზღვარს – ჯერემი ბაინამმა 10 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა. აკადემიელთაგან კი ბრიგსზე
უკვე მოგახსენეთ – კახა ტომარაძემ 15, ხოლო იოსებ ლეჟავამ – 11 ქულა მოაგროვა. ბელარუს
ცენტრს – ვლადიმერ კრისევიჩს ორმაგ დუბლამდე 1 ქულა დააკლდა. მის ანგარიშზე 12 მოხსნა
და 9 ქულა დაგროვდა.

ამ გამარჯვებამ ბოლო ადგილზე მყოფ „აკადემიას“ ძვრა
ვერ უყო, თუმცა უახლოეს გუნდებთან – „რუსთავთან“ და „მგზავრებთან“ ჩამორჩენა გელა წულაძის
გუნდმა 2 ქულით შეამცირა. რაც შეეხება ლიდერებს, სუპერლიგაში ისევ ორხელისუფლიანობა
დამყარდა: პირველ მეორე ადგილებს „ბათუმი“ და „ქუთაისი“ იყოფენ.

ოლიმპი – აკადემია  73:54

გელა წულაძე, „აკადემიას“ მთავარი მწვრთნელი:

„სასიამოვნოა, რომ პირველ გამარჯვებას მივაღწიეთ, რაც
დაცვაში კარგი თამაშის დამსახურებაა. გუნდმა დალაგებული თამაში ჩაატარა და ლოგიკა მოითხოვდა,
რომ გაგვემარჯვა. ჩვენი გუნდი უფრო შეთამაშდება და იმედი მაქვს, წინსვლას გავაგრძელებთ.
აქამდე შემადგენლობის შერჩევაში ვიყავით. მოგეხსენებათ, წინა ტურში ორმა ახალმა კალათბურთელმა
ითამაშა. ერთიც წავიდა. ერთი სიტყვით, ნელ-ნელა დავლაგდით და იმედი მაქვს, ეს ბირთვი
კიდევ უფრო შეთამაშდება მომავალ მატჩებში“.

ირაკლი მაისურაძე, „ოლიმპის“ მწვრთნელი:

„57 ქულა ჩავაგდეთ, რაც იმას
ნიშნავს, რომ გუნდმა ვერ ითამაშა. შეტევაში ვერაფერი გავაკეთეთ, რაც მეტოქის კარგი
თამაშის გამო მოხდა. წაგება დასანანია, მაგრამ რას იზავ, დღევანდელი თამაშით გამარჯვებას
„აკადემია“ იმსახურებდა. ჩვენს გუნდს ოთხეულში გასვლის სურვილი და ამბიცია აქვს და
ამ წაგებამ ძალიან უკან დაგვხია. იმედი მაქვს, ჩავარდნას გადავლახავთ და დასახული მიზნისთვის
ბრძოლას წარმატებით გავაგრძელებთ“.