ახალი სეზონის ,,დამატებითი დრო”

ახალი სეზონის ,,დამატებითი დრო”

    დაიწყო 2012-13 წლები ს საკალათბურთო სეზონი.გულშემატკივარი ემზადება  ახალი საინტერესო  თამაშებისთვის და რაც მთვარია ყველა განაგრძობს  თავიანთი ფავორიტი გუნდის მხადაჭერას. 

წინ დიდი საკალათბურთო
წელი გველის…

   
ახალ სეზონში  ასევე გრძელდება რუბრიკა
,,ოვერტაიმი”, რომელიც ტრადიციულად შეეცდება ეროვნულ საკალათბურთო ჩემპიონატში მოასპარეზე
სპორტსმენები უფრო ახლოს გაგაცნოთ. გაიგებთ ბევრ საინტერესო დეტალს რომელიც თქვენ საყვარელ
კალათბურთელს უკავშირდება, გაიცანით ცნობილი მოთამაშეები მოედანს მიღმა!

წლევანდელ საკალათბურთო სუპერლიგაში წელს
11 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, ჩვენს რუბრიკაში კი ყველა გუნდის მოთამაშეებს შეხვდებით,
ასე რომ დამატებით დროში სასაუბრო ბევრი გვაქვს.

 
,,overtime”-ის  ახალი სეზონის პირველი
სტუმრები იქნებიან საკალათურთო კლუბ ,,რუსთავის“ 
მოთამაშეები მიხეილ ჭოჭუა და ლეგიონერი ნეით ბოუი.

მიხეილ ჭოჭუას შესახებ: დაიბადა 10 აპრილს
1987 წელს. დაამთავრა კოლეჯი ტექნიკური განხრით, ჰყავს მეუღლე თათია და  შვილი 10 თვის მათე;

ჰოროსკოპი – ვერძი.

ნეით-ბოუის შესახებ:  დაიბადა 11 ივნისს 1986 წელს. ჰყავს  ძმა  და  საცოლე, რომელთან ერთადაც ჩამოვიდა საქართველოში.

თამაშობდა – პორტუგალია, სლოვენია, ესპანეთი  (დ ლიგა), მონაკო და ყატარი.

პროფესია –  ფიზიკოსი. 

ჰოროსკოპი –  ტყუპები,;

 

–   რას იტყვი რუსთავის კლუბზე, რომელსაც
2010-2012 წლების სეზონის შემდეგ კვლავ დაუბრუნდი…

მიხეილ ჭოჭუა:
რუსთავში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ, რადგან ის ჩემი მშობლიური კლუბია. ბიჭები
შეთამაშებულნი ვართ და ყველანაირი პირობა გვაქვს შექმნილი. ორი წელია ველოდებოდი როდის
გაძლიერდებოდა რუსთავი, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი ბრძოლისუნარიანობით.
ეს არის გუნდი, რომელიც  მიუხედავად  რთული პერიოდისა ყოველთვის იღებდა მონაწილეობას
ეროვნულ ჩემპიონატში. აღსანიშნავია, რუსთავის საკალათბურთო სკოლის ტრადიცია, რომლის
ერთ-ერთი აღზრდილი ვარ მეც. რუსთავს ყოველთვის ჰყავდა გუნდი სხვადასხვა ასკობრივ ჩემპიონატში
და ეს არის საკალათბურთო სკოლის დიდი დამსახურება. ბიჭებს უმაღლეს ლიგაში  თამაშის შანსი გვეძლეოდა, რაც დიდი გამოცდილება
იყო ჩვენთვის.

 – რას იტყვით 2012-2013 წლების სეზონზე?  
მიხეილ ჭოჭუა: წლევანდელი
სეზონი კიდევ შარშანდელზე კიდევ უფრო მაღალი დონის იქნება.  ვფიქრობ, კალათბურთი გლობალურად განვითარდა. ლეგიონერების
სუპერლიგაში მონაწილეობის ფაქტორი ჩვენზე დიდ გავლენას ახდენს. ბიჭები ვცდილობთ ინდივიდუალურად
განვითარდეთ და ჩვენი სათამაშო დონე და კლასი ავიმაღლოთ. ვთვლი, რომ წელს ლიგა ბევრად
გაძლიერებულია, რადგან ჩემპიონატში ბევრი თანაბარი ძალის გუნდი მონაწილეობს. წელს ,,არმია” აღარ იქნება ერთპიროვნული ლიდერი, რადგან სხვა გუნდები მნიშვნელოვნად გაძლირდნენ.

– როგორ შეაფასებდით ,,რუსთავის” ასპარეზობას პირველ
ორ ტურში?

მიხეილ ჭოჭუა: ჯერჯერობით
შეთამაშების სტადიაში ვართ –  ვგულისხმობ ლეგიონერებს,
რადგან ქართველები ძალიან კარგად ვიცნობთ ერთმანეთს. უცხოელ მოთამაშეებთან მაქსიმალურ
კონტაქტში შევდივართ. ასე, რომ ეს ორი ტური მოსამზადებლად გამოვიყენეთ.

 – როგორ შეაფასებდი თანაგუნდელ ლეგონერებს?

 მიხეილ ჭოჭუა: კაელ ნელსონი ძალიან მშრომელი
მოთამაშეა და ამასთანავე ჩვენთვის ძალიან საჭირო. 
რაც შესება ნეითს, ეს არის ერთადერთი ამერიკელი კალათბურთელი რომელსაც პასი
არ ენანება. ის კარგად შემოვიდა კონტაქტში და ბიჭებთან შესანიშნავად ააწყო ურთიერთობა.
ასე, რომ რუსთავის გუნდში კარგი ატმოსფეროა 
შექმნილი.

 – ნეით, როგორ მოხვდი საქართველოში, რატომ გადაწყვიტე აქ ასპარეზობა, რა გსმენია ჩვენი
ქვეყნის შესახებ? 
ნეით ბოუი: სუპერლიგაში
ჩემი მეგობრები ასპარეზობდნენ. საქართველოს შესახებ  ლარი ბლერმა მიამბო, რომელმაც გასული სეზონი სუპერლიგაში
გაატარა. გავიგე, რომ თქვენს ქვეყანაში კალათბურთის დონე საკმაოდ მაღალი იყო და აქ  მონაწილეობდნენ ,,ევროჩელენჯზე” მოასპარეზე
გუნდები. მქონდა ინფორმაცია  ,,რუსთავის” შესახებაც,
რომელიც ამ სეზონში გეგმავდა გაძლიერებას და გარკვეული ამბიციები გააჩნდა. ამიტომაც
მივიღე საქართველოში და რუსთავის გუნდში ასპარეზობის გადაწყვეტილება.

  –
როგორია ლეგიონერების თვალით დანახული ქართული
კალათბურთი? 
 ნეით ბოუი: ყველა ქვეყნის ლიგაში არიან სუსტი
და ძლიერი გუნდები, თუმცა თანაბარი რაოდენობით. სუპერლიგაში ძლიერი გუნდები უფრო ჭარბობენ,
რაც  ლიგის სიძლიერეს დიდად უწყობს ხელს. კალათბურთის
თამაში. ევროპის და ქვეყნებში ძალიან ბევრი ლეგიონერი ჰყავთ, მაგალითად ისლანდიასა
და გერმანიაში ზედმეტად ბევრი უცხოელი მოთამაშე ასპარეზობს, საქართველოს  სუპერლიგა ქართველების ხარჯზეა ძლიერი.

– რა
მიზანს გისახავთ ხელმძღვანელობა და რას ფიქრობთ მეტოქე გუნდებზე?

მიხეილ ჭოჭუა:
– დღევანდელი გადასახედიდან 11 -დან  8 გუნდში
მოხვედრა  ვფიქრობ ჩვენთვის ძალიან ადვილი იქნება.
არ ვიცი ხელმძღვანელობა რას ფიქრობს, თუმცა ბიჭებს დიდი ამბიციები გაგვაჩნია. სავარაუდოდ
პლეიოფში ,,ქუთაისს” ან ,,დინამოს” შევხდებით და ვეცდებით არც ,არმია”
გავუშვათ შორს. თუმცა ამაზე საუბარი ალბათ გამიჭირდება, რადგან  არმიის გუნდი სხვა კლასისაა და  სხვანაირად ემზადება.  დანარჩენ გუნდებთან კი ვფიქრობ თანაბარი ბრძოლა
გვექნება.

 – როგორია თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე, როგორ ცხოვრობთ
საქართველოში?

ნეით ბოუი:  გამიჭირდა ქართულ კულტურასთან  შეგუება, ნელ-ნელა
ვეჩვევი. დილას ვარჯიშით ვიწყებ, შემდეგ კი შინ ვბრუნდები. თუ დასვენების დღე მაქვს
თბილისში ჩამოვდივარ და ქალაქს ვათვალიერებ. დედაქალაქის ფარგლებს  ჯერჯერობით არ გავცდენილვარ.

– რატომ
გადაწყვიტეთ კალათბურთის თამაში?

მიხეილ ჭოჭუა:  ტელევიზიით მაიკლ ჯორდანის თამაშს ვუყურე და ამის
შემდეგ მომინდა კალათბურთის თამაში. მშობლებს ძალიან ბევრი ვეხვეწე და პირველად  7 წლის ასაკში, გურამ რეხვიაშვილთან დავიწყე თამაში. 

 – რომელი გამარჯვებაა თქვენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი
და ემოციური?

მიხეილ ჭოჭუა:
20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ,,ბ” დივიზიონში, რომელსაც პორტუგალია მასპინძლობდა.
ეს გამარჯვება იყო ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი.

ნეით ბოუი: პორტუგალიის
ჩემპიონატი ორ ოვერტაიმში მოვიგეთ. არასდროს დამავიწყდება იმ ემოციურ მატჩში გამარჯვება.   

– რა
არის საჭირო იმისთვის რომ წარმატებული კალათბურთელი გახდე… 
მიხეილ ჭოჭუა:  ყოველთვის წინ უნდა იყურო და ყველაფერს ოპტიმისტურად
შეხედო.  არასდროს უნდა დანებდე და ბოლომდე
უნდა იბრძოლო შენი მიზნისთვის. იმედი არ უნდა დაკარგო. ჩემი საკალათბურთო ოცნება არის
გავხდე საქართველოს საუკეთესო კალათბურთელი და ვიასპარეზო ეროვნულ ნაკრებში.

ნეით ბოუი: წარმატებისთვის აუცილებელია იყო დადებითი ხასიათის ადამიანი. კალათბურთში ყოველთვის მარცხი უფრო ხშირია,
ვიდრე მოგება. ამიტომ ყველაფერს პოზიტიურად უნდა შეხედო.

– დაგვისახელეთ თქვენი საყვარელი კლუბი და კალათბურთელი…

 მიხეილ ჭოჭუა: საყვარელი გუნდი გამორჩეულად
არ მყავს. უპირატესობას ამერიკულ კალათბურთს ვანიჭებს. არ მიყვარს ევროპული კალათბურთი.
ნბა-დან მომწონს ,,ოკლაჰომა”, რომელიც ვფიქრობ ახალგაზრდა გუნდია და  ჩამოყალიბების ეტაპზეა. ასევე გამოვარჩევდი მაიამსა
და  ნიუ-იორკს. დასავალეთის გულშემატკივარი
ვარ. ჩემი ფავორიტი კალთბურთელი კი მაიკლ ჯორდანია.

 ნეით ბოუი: საყვარელი მოთამაშე ლებრონ ჯეიმსია,
კლუბი კი რა თქმა  უნდა  მაიამი.

 – კალათბურთის გარდა სპორტის სხვა სახეობებს თუ
ადევნებთ თვალს?
მიხეილ ჭოჭუა:
ზოგადად სპორტი მიყვარს და შეძლებისდაგვარად ყველა სახეობას ვგულშემატკივრობ ფეხბურთის
გარდა. არ მიყვარს სპორტის ეს სახეობა და ვთვლი რომ საქართველოში ფეხბურთს იმაზე მეტი
უპირატესობა ენიჭება ვიდრე იმახურებს. საქართველოში კალათბურთი ბვერად მაღალ დონეზეა
განვითარებული და მეტი ყურადღება უნდა მიექცეს. მიყვარს თხილამურები, (რაც სამწუხაროდ
აკრძალული გვაქვს) და ცურვა.

ნეით ბოუი: ძალიან
მიყვარს ხატვა. ძირითადად ვხატავ პორტრეტებს. ვწერ ყველა  ჟანრის მუსიკას,  ძირითადად – აკუსტიკურს. მიყვარს დრამებიც.

 – როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

მიხეილ ჭოჭუა:
მიყვარს ბუნება და ცხოველები. მომავალში ვაპირებ სწავლას ეკოლოგიის განხრით. ჯერჯერობით
არ მაქვს იმის დრო რომ საფუძვლიანოდ ვისწავლო, 
თუმცა მომავალში აუცილებლად ვაპირებ უმაღლესი განათლების მიღებას.

– როგორი
გურმანი ხართ?

ნეით ბოუი:
ძალიან მომეწონა ქართული სამზარეულო, განსაკუთრებით კი ლობიანი. აგრეთვე მიყვარს ბერძნული
სამზარეულო.

მიხეილ ჭოჭუა:
ვჭავ ყოველთვის და ყველაფერს. თუმცა ვცდილობ სპორტულად მივირთვა – ცოტ-ცოტა და ხშირ-ხშირად.
თავისუფალ დროს მიყვარს ბუნებაში გასვლა და  მწვადის შეწვა.

 – რა რჩევას მისცემდით დამწყებ კალათბურთელებს?

 მიხეილ ჭოჭუა: მისდიონ თავიანთ ოცნებებს და ბოლომდე იბრძოლონ  მიზნებისთვის.

 ნეით ბოუი: სჯეროდეთ თავიაანთი თავისა და
მიზნების. არასდროს დანებდნენ. მიიღონ განათლება, რათა ყოველთვის ჰქონდეთ ცხოვრებაში
საკუთარი ადგილი.