თბილისის სპორტის სასახლე დღეს სუპერლიგის მეოთხედფინალურ მატჩებს მასპინძლობს.
დასრულდა სამედიცინოსა და ,,არმიის” შეხვედრა, სადაც არმიელებმა თსსუ დიდი სხვაობით, 114:76 დაამარცხეს, სერიაში 2:0 იმარჯვეს და ნახევარფინალური საგზური მოიპოვეს.
შეხვედრის საწყისი ათწუთეული ,,მედიკოსთა” უპირატესობით წარიმართა, რომლებიც პერიოდის მე-4 წუთზე 11:7 დაწინაურდნენ. მიუხედავად ამისა, არმიის გუნდი მალევე გააქტიურდა და პირველი მეოთხედი სათავის სასარგებლოდ დაასრულა (31:27), ხოლო მეორე მეოთხედის მე-4 წუთზე უპირატესობა 11 ქულამდე გაზარდა და თავის სასარგებლოდ 42:31 დააფიქსირა. დარჩენილ დროში ,,ძალოვნებმა” მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს და ტაიმში 61:36 იმარჯვეს. შეხვედრის მეორე ნახევარში სამედიცინოს გუნდმა მეტოქესთან პრაქტიკულად ვერაფერი გააწყო და პლეიოფს ნაადრევად გამოეთიშა.
,,არმიის” შემადგენლობაში 18-18 ქულა ჯერემი რიჩარდსონმა და ბენჟმენ ვუდსაიდმა მიითვალეს, ხოლო თსსუ-ს მხრიდან საუკეთესო კოკა ტომარაძე ოყო, რომელმაც საკუთარ გუნდს 18 ქულა შესძინა.
მატჩისშემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე სამედიცინოსა და არმიის გუნდების მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა შემდეგი კომენატრები გააკეთეს.
კოტე ტუღუში (არმიის მწვრთნელი): მოხარული ვარ, რომ წარმატებით დავძლიეთ პირველი ეტაპი და ნახევარფინალში
გადავედით
, სადაც ძალინ რთული მატჩები გველის. დიდი მადლობა მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობისთვის. მომეცა საშუალება რომ ყველა მოთამაშეს მიეღო მონაწილეობა და თავისი წვლილი შეეტანა ამ გამარჯვებაში. პლეიოფი ძალიან განსხვავდება რეგულარულიჩემპიონატისგან, სადაც არა მხოლოდ გარკვეული მომზადება და ტაქტიკაა საჭირო, არამედ – გამოცდილება და საკმაოდ მაღალი კლასი. ის რომ სამედიცინოს დიდი სხვაობით მოვუგეთ, არაფერზე მეტყველებს და ვერ ვიტყვი რომ თსსუ ცუდ ფორმაშია. სამედიცინო ახალგაზრდა გუნდია, ჩვენ კი გაცილებით ძლიერი მოთამაშეებითა ვართ დაკომპლექტებულნი და სწორედ ამის ხარჯზე გავიმარჯვეთ.
რაც შეეხება ნახევარფინალს, სადაც ,,სოხუმი” – შსს აკადემიის წყვილს შორის გამარჯვებული შეგვხდება, მზად ვართ ნებისმიერ მეტოქეს ვეპაექროთ და ფინალური საგზურისთვის ვიბრძოლოთ.
კახა შენგელია (თსსუ-ს მწვრთნელი): მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო და არაფერი სენსაციური ამაში არ არის – არმიამ ოფიციალურად გაიფორმა გამარჯვება. ჩვენი მხრიდან ყველაფერი გავაკეთეთ, იყო კარგი მომენტებიც მაგრამ მეტოქეს ვერ ვაჯობეთ, რადგან ჩვენზე გაცილებით ძლიერი გუნდია და ვუსურვებ წარმატებებს შემდგომ ეტაპზე. რაც შეეხება ჩვენი გუნდისთვის წლევანდელი სეზონის შეფასებას, ამაზე საუბარი გამიჭირდება, რადგანაც გუნდში მეორე წრიდან დავიწყე მუშაობა და იქ არცთუ სახარბიელო მდგომარეობა დამხვდა. მიუხედავად ამისა, ჩვენი გეგმა შევასრულეთ. ვეცდებით 5-8 ადგლებისთვის მაქსიმალურად ვიბრძოლოთ და უშუალო კონკურენტს, თსუ-ს ვაჯობოთ.
ზვიად ბაბიაშვილი: განსაკუთრებით ვემზადებოდით პლეიოფებისთვის და გარკვეული ტაქტიკაც შევიმუშავეთ. სწორედ ამ ტაქტიკით გავაგრძელებთ შემდგომ ეტაპზე მუშაობას. სამედიცინომ ძალიან კარგი თამაში აჩვენა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ვაჯობეთ მეტოქეს. ყველანაირად მზად ვართ გავცდეთ ნახევარფინალს და ფინალში ვიასპარეზოთ..
ქაქუცა აბაიშვილი: გადაღლილები ვიყავით, რთულია არმიის დონის გუნდთან თამაში. ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი შესაძლებლობები ბოლომდე გამოვავლინეთ, მაგრამ ვეცადეთ მწვრთნელის მითითებები
მაქსიმალურად
შეგვესრულებინა.