არმია-ოლიმპის წინასამატჩო პრესკონფერენცია

კოტე ტუღუში (“არმიას” მთავარი მწვრთნელი):  აუცილებლად უნდა აღვნიშნო დღევანდელი ფაქტი “სოხუმთან” დაკავშირებით.  სუპერლიგას სოხუმი ძალიან დააკლდება. ყველანი, ვისაც როგორ შეგვიძლია, აუცილებლად უნდა დავუდგეთ სოხუმის გუნდს მხარში და ამისთვის სუპერლიგაში მონაწილე ყველა კლუბი სრულ მზადყოფნაში უნდა იყოს. რაც შეეხება ჩვენს მატჩს, როგორც ყოველთვის ყველა თამაშისთვის განსაკუთრებულად ვემზადებით, თუმცა  დღეს პირველად გვიწევს თამაში “ოლიმპთან”, რომელსაც რიჩარდ  მათიაშვილი ჰყავს და  ამიტომ სხვაგვარად ვართ განწყობილნი.

დავით თორთლაძე (ოლიმპის მთავარი მწვრთნელი): გულისტკენას გამოვხატავ “სოხუმის” მიმართ. დღეს არ შედგა თამაში, მაგრამ სოხუმი რომ  კრიზისში  იყო, დიდი ხანია ყველამ ვიცოდით. კარგი იქნებოდა რომ აქამდე მოგვეხდინა გარკვეული რეაგირება და მხარში დავდგომოდით მას. კოტეს შევუერდები და ვიტყვი, რომ თუ რამით შეგვეძლება “სოხუმისთვის” გვერდში დგომა, მეც მათ რიგებში ვარ. რაც შეეხება შეხვედრას,  მაქსიმალურს გავიღებთ მაგრამ, რა თქმა უნდა,  “არმიას” გამარჯვების გაცილებით მეტი შანსი აქვს.