,,არმია” – ,,რუსთავი” წინასამატჩო პრესკონფერენცია

,,არმია” – ,,რუსთავი” წინასამატჩო პრესკონფერენცია

პირველი საპლეიოფო
დღის მეორე თამაშში ერთმანეთს რეგულარული სეზონის მე-2 ადგილოსანი ,,არმია’’ და მე-7
ადგილოსანი ,,რუსთავი’’ ხვდებიან. გაგაცნობთ კომენტარებს, რომლებიც გუნდების მთავარმა
მწვრთნელებმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე გააკეთეს.

კოტე ტუღუში(,,არმიის’’ მთავარი მწვრთნელი):
პლეი ოფები განსხვავდება რეგულარული ჩემპიონატისგან თავისი დაძაბულობით და მნიშვნელობით.
ამიტომ, ორივე გუნდი მაქსიმალური მობილიზებით და ყურადღებით ხვდება დღევანდელ თამაშს.
ჩვენ მაღალი ადგილებისთვის ვიბრძვით და არ ჰქონდა მნიშვნელობა, დღეს ,,რუსთავს’’ შევხვდებოდით
თუ სხვა გუნდს, ასეთივე შემართებით და მონდომებით ვიქნებოდით. გვახსოვს ,,რუსთავთან’’
დაძაბული შეხვედრები და ყველაფერს გავაკეთებთ წარმატებისთვის.

ოთარ ხმელიძე(,,რუსთავის’’ მთავარი მწვრთნელი):
,,არმია’’ ძალიან კარგი გუნდია, სერიოზული მიზნებისთვის იბრძვის და ჩვენ მიზერული შანსები
გვაქვს. ჩვენს გუნდს არც ერთი შეკრება არ გაუვლია, შემადგენლობაც დაგვისუსტდა, თუმცა
შევეცდებით მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიოთ.