თბილისის სპორტის სასახლეში დასრულდა ფინალური სერიის რიგით მესამე შეხვედრა, სადაც ,,არმიამ” ,,ოლიმპი” დამაჯერებლად 87:52 დაამარცხა და ფინალურ სერიაში 2:1 გავიდა წინ.
არმიელებმა მატჩი თავიდანვე ჩინებულად დაიწყეს და საწყისი მეოთხედის მიწურულს 16:11 დაწინაურდნენ, ხოლო პერიოდში 21:13 იმარჯვეს. მეორე მეოთხედი კვლავ ,,არმიის” უპირატესობით წარიმართა. უილიამ ტომასის წყალობით არმიის გუნდმა ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა და მეოთხედის მე-3 წუთზე 31:15 დააფიქსირა. აღნიშნულ მონაკვეთში ოლიმპელებმა სხვაობა 9 ქულამდე დაიყვანეს (30;39), თუმცა საბოლოოდ ვერაფერი გააწყეს და დიდი შესვენებაზე 31:42 ჩამორჩენით გავიდნენ. დაცვაში კარგი თამაშის ხარჯზე ,,არმიამ” მოპოვებული უპირატესობა მესამე მეოთხედში კიდევ უფრო სოლიდური გახადა და პერიოდის შუაწელში 20 ქულით დაწინაურდა – 57:37. ოლიმპის გუნდმა მეტოქეს წინააღმდეგობა ვერ გაუწია და თამაშში გარდატეხა შეტანა ვერ მოახერხა. არმიელები პოზიციბს უფრო და უფრო იმყარებდნენ და მეტოქეს შანსს არ უტოვებდნენ. დასკვნით ათწუთეულში ,,ძალოვნებმა” 40 ქულიან უპირატესობა უწიეს (85:45) და სერიის მესამე მატჩში ოლიმპელები დიდი სხვაობით დაამარცხეს.
გამარჯვებულებს ულიდერა უილიამ ტომასმა, რომელმაც 26 ქულა დააგროვა და შეხვედრის ბომბარდირი გახდა. ამ უკანასკნელმა საკუთარ აქტივში 9 მოხსნაც ჩაიწერა და ორმაგ დუბლამდე ერდაერთი მოხსნა დააკლდა.
რაც შეეხება ,,ოლიმპს”, მის შემადგენლობაში თავი ილიცა მილუტინოვიჩმა გამოიჩია, რომელმაც საკუთარ გუნდს 11 ქულა შესძინა.
მატჩის დასრულების შემდეგ გაიმართა პესკონფერენცია, სადაც ,,არმიისა”და ,,ოლიმპის” მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა შემდეგი კომენტარები გააკეთეს.
კოტე ტუღუში (არმიის მწვრთნელი): დღეს გამოვასწორეთ წინა თამაშის შეცდომები და დამაჯერებელი მოგება მოვიპოვეთ, თუმცა ეს რა თქმა უნდა არ გვაძლევს მოდუნების უფლებას, ამიტომ ხვალინდელ თამაშს მაქსიმალურად მობილიზებულად შევხვდებით.
გია კაზანჯიანი (ოლიმპის მწვრთნელი): მივულოცავ ,,არმიას” ამ გამარჯვებას. მეტოემ აბსოლუტურად ყველა კომპონენტში გვაჯობა. არმიის გუნდი ჩვენზე ძლიერი აღმოჩნდა და მისი დამარცხება საკმაოდ რთული გამოდგა. ამას გარდა, როგორც წინა პრესკონფერენციებზე აღვნიშნე გუნდი ძალიან გადაიღალა და ფიზიკურადაც ვერ გაუძლო მოწინააღმდეგეს. ვეცდებით ხვალინდელი მატჩისთვის სათანადოდ მოვემზადოთ.
ანატოლი ბოისა: თამაში 20 წუთის წინ დასრულდა და უკვე ხვალინდელი შეხვედრისთვის ვფიქრობთ. იმედია, გამარჯვებას ხვალინდელ მატჩში მოვიპოვებთ.