პირველი წრის დასკვნითი შეხვედრა ,,არმიასა’’ და ,,სოხუმს’’ შორის გაიმართება. თამაშის დაწყებამდე გუნდების მწვრთნელებმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
კოტე ტუღუში(,,არმიის’’ მთავარი მწვრთნელი):
საინტერესო და დაძაბული თამაში გველის. სოხუმი
ძალიან ძლიერი გუნდია, კარგი მოთამაშეები და მწვრთნელი ჰყავთ. მათ წინა ტურში ,,შსს
აკადემია’’ დაამარცხეს და ფაქტია, რომ ყველა გუნდი ბოლომდე იბრძვის და ყველას აქვს
შანსები. დღეს ჩვენთვის დასკვნითი მატჩია და მაქსიმალურად შევეცდებით პირველი წრე მხოლოდ
ერთი მარცხით დავასრულოთ. დღეს დიდი დანაკლისით ვთამაშობთ, ძირითადი ხუთეულის ორი მოთამაშე
გვაკლია – ბერიშვილი და ბაბუნაშვილი. სოხუმი ისედაც ჩვენზე ძლიერი გუნდი იყო და ეს
კიდევ უფრო დიდ უპირატესობას აძლევს მათ. თუმცა, ბოლომდე ვიბრძოლებთ.
მინდა
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ახალ პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ გაბრიჩიძეს
მივულოცო გამარჯვება და წარმატებები ვუსურვო როგორც შიდა საქმეებში, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.
ვაჟა კვარაცხელია(,,სოხუმის’’ მთავარი
მწვრთნელი): ნამდვილად დაძაბული და საინტერესო შეხვედრა იქება. მართალია,
არმიას 2 კალათბურთელი აკლია, თუმცა ჩვენც გამოგვაკლდა ნიკა მეტრეველი. ვფიქრობ, ამ
ჩემპიონატში 7 გუნდი თითქმის თანაბარი სიძლიერისაა, ,,დინამო’’ ითვლებოდა მთავარ ფავორიტად,
თუმცა ვნახეთ, რომ ქუთაისთან დამარცხდა. ასე რომ, წინ დიდი და საინტერესო მარათონი
გველის.