არმიამ ბათუმში იმარჯვა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

არმიამ ბათუმში იმარჯვა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

 სუპერლიგის მე-2 წრის მე-10 ტურის შეხვედრა დღეს ბათუმში
გაიხსნა, სადაც ბათუმის გუნდმა არმიას უმაპინძლა და 61:88 მარცხი განიცადა.

 არმიელებმა
მატჩი თავიდანვე დიდი უპირატესობით დაიწყეს, რომელიც თამაშის ბოლოდე შეინარჩუნეს და
იოლი გამარჯვება მოიპოვეს.

 ,,ზღვისპირელებს”
13-13 ქულა ლაშა კეშელავამ და ავთანდილ ელიაშვილმა შესძინეს, ხოლო გიორგი  ნანიტაშვილის ანგარიშზე 11 ქულა დაგროვდა. არმიის
მხრიდან 13 ქულა გიორგი  გამყრლიძემ მიითვალა,  12 ქულა ზვიად ბაბიშვილმა დააგროვა, ხოლო 11-11
ქულა ბესიკ ლეჟავასა და ვახტანგ მინაშვილის ანგარიშზეა. მინაშვილმა 11 ქულასთან ერთად  10 მოხსნაც მიითვალა და ორმაგი დუბლის ავტორი გახდა.

მატჩისშემდგომი კომენტარები:

 მიხეილ კობეშავიძე
(ბათუმი): მივულოცავ მოწინააღმდეგე გუნდს გამარჯვებას, არმია
ძლიერი კალათბურთლებით დაკოპპლექტებული გუნდია, კლასში სხვაობა ძალიან დიდია და ეს
მარცხის ძირითადი მიზეზია. რეგულარული სეზონის ბოლო მატჩი რუსთავთან გველის, სადაც
რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ.

კოტე ტუღუში
(არმია): რეგულარულ სეზონი დასასრულს უახლოვდება და ყველა გუნდი
ცდილობს დარჩენილი შეხვედრები მაქსიმალურად გამოიყენოს პლეიოფისთვის. ბათუმის გუნდს
ახალგაზრდა და პერსპექტიული კალათბურთელები ჰყავს, რომლებმაც დღეს წინააღმდეგობა გაგვიწიეს,
თუმცა საბოლოოდ გამარჯვება ჩვენ მოვიპოვეთ. 
 ბოლო ტურში ოლიმპის გუნდს ვეთამაშების
და ამდენი წაგების  შემდეგ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით
ეს გამარჯვება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.  მომავალ მატჩს ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა
აქვს, რადგან გაირკვევა ჩვენი საბოლოო ადგილი სატურნირო ცხრილში.  ჩვენი მიზანი რა თქმა უნდა კვლავინდებურად გამარჯვება
იქნება.
ბათუმი – არმია 61:88