თბილისის სპორტის სასახლეში დასრულდა სუპერლიგის ნახევარფინალური სერიის განმეორებითი მატჩი ,,არმიასა” და ,,სოხუმს” შორის, სადაც გამარჯვება არმიის გუნდმა მოიპოვა 89:62 და სერიაში 2:0 დაწინაურდა.
არმიელებმა თავიდანვე ჩინებულად დაიწყეს მატჩი და საწყის მეოთხედში 25:10 გავიდნენ წინ, ხოლო ტაიმში სოლიდური სხვაობით 46:28 აჯობეს მეტოქეს. მესამე მეოთხედის შუაწელში
,,სოხუმმა”
სხვაობა 10 ქულამდე დაიყვანა და 51:61 დააფიქსირა, თუმცა დასკვნით პერიოდში ,,არმიამ” მეტოქეს შანსი აღარ დაუტოვა და მატჩის ძირითადდი დროის დასრულებამდე 4:48 წუთით ადრე 20 ქულიან უპირატესობა უწია – 76:56.
გამარჯვებულებს 29 ქულით ჯერემი რიჩარდსონმა ულიდერა, ხოლო 12 ქულითა და 10 მოხნით ორმაგი დუბლი იოაკიმ შელბომმა გაიფორმა. ,,ზღვისპირელთა” მხრიდან თვაი ლევან ფაცაციამ გამოიჩინა, რომელმაც საკუთარ გუნდს 17 ქულა შესძინა.
მატჩისშემდგომ გამართულპრესკონფერენციაზე ,,არმიისა” და ,,სოხუმის” მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა შემდეგი კომენტარები გააკეთეს.
კოტე ტუღუში (არმიის მწვრთნელი): კმაყოფილი ვარ, რომ სერიის მეორე მატჩში გამარჯვება მოვიპვეთ, თუმცა ჯერ ყველაფერი არ დასრულებულა. წინ უმძიმესი მატჩი გველის და ერთდღიან შესვენებას ორივე გუნდი კარგად გამოვიყენებთ, რათა გამოვასწოროთ ჩვენი თამაში და მომდევნო შეხვედრაში ბევრად ლამაზი და სანახაობრივი კალათბურთი ვაჩვენოთ.
ვაჟა კვარაცხელია (სოხუმის მწვრთნელი): ,,არმია” უდავოდ ძლიერი გუნდია, რომელმაც დღეს ჩვენ აშკარად გვაჯობა. ვეცდებით 12 მაისს ბევრად სანახაობრივი თამაში ვაჩვენოთ.
დავით საყვარელიძე: მართალია 2:0 დავწინაურდით, მაგრამ მესამე თამაში გველოდება წინ და ამიტომ უკვე ვიწყებთ მომზადებას ამ მნიშვნელოვანი მატჩისთვის. დღეს დაცვის ხარჯზე გავიმარჯვეთ, მეტოქეს მხოლოდ 62 ქულა ჩავაგდებით რაც საკმაოდ კარგი შედეგია. მინდა, აღვნიშნო რომ სერიის ორივე მატჩში დიდი ბრძოლა შედგა და მიუხედავად დღევანდელ ანგარიშში ასეთი სხვაობისა, ერთი წამითაც არ გვქონია მოდუნების საშუალება. იმედია, მესამე შეხვედრაში გავიმარჯვებთ და ფინალს დასვენებულნი შევხდებით.
ლაშა ფარღალავა: ,,არმია” არ არის მხოლოდ სუპერლიგაში არ არის საუკეთესო გუნდი და ეს ,,ევროჩელენჯზეც” დამტკიცდა, სადაც ,,არმიას” ბრწყინვალე შანსი ჰქონდა ჯგუფიდან გასვლისა. რაც შეეხება მესამე თამაშს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული იქნება, ყველანაირად ვეცდებით ეს გუნდი დავამარცხოთ. თუ ეს ვერ მოავხერხეთ, ვეცდებით მესამე ადგილისთვის ბრძოლა ღირსეულად განვაგრძოთ.