არმიამ მოგებით დაიწყო (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

  საკალათბურთო
სუპერლიგის მეორე ტურის დარჩენილ მატჩებს, დღეს თბილისის სპორტის სასახლე მასპინძლობს.
ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი ,,არმია“ და ,,ქუთაისი“  შეხვდნენ.

 თავდაცვის სამინისტროს გუნდმა პირველი
მეოთხედი 11:18 დათმო, თუმცა ახალი არ არის რომ ,,ევროჩელენჯზე“ მოასპარეზე კლუბი მობილიზებას
მალევე ახერხებს და ასეც მოხდა. ,,არმიელები“ მეორე პერიოდში 15 ქულით წინ წავიდნენ
და დიდ  შესვენებაზე 8-ქულიანი უპირატესობით
გავიდნენ.

     შეხვედრის
მეორე ნახევარი ლიდერის უპირატესობით დაიწყო, მესამე პერიოდში ანაგარიში 19:13. მოქმედმა
ჩემპიონმა თამაში სტაბილურად მიიყვანა ბოლომდე  და საბოლოო ჯამში 20 ქულით, 78:58 მოიგო.

    რაც შეეხება
კალათბურთელთა მონაგარს. მოგებულთაგან ორმაგი დუბლის ავტორი ლამაინ ვილსონი გახდა
11 ქულითა და 10 მოხსნით. მეორე ლეგიონერი მარკუს ფეისონი კი 14 ქულით გამოირჩა.
,,ქუთათურებს“ 13 ქულით ბუბა კვიმსაძემ ულიდერა.

   მეორე ტურის
მორიგი შეხვედრა შსს აკადემიასა და სოხუმს შორის გაიმართება.
მატჩის დასრულების შემდეგ ტრადიციულად გაიმართა პრესკონფერენცია, რომელსაც ,,არმიასა” და ,,ქუთაისის” მწვრთნელები და მოთამაშეები დაესწრნენ.

 კოტე ტუღუში
(არმია): წინ საინტერესო და დაძაბული სეზონი გველოდება.  ამის წინაპირობა ნამდვილად არსებობს, რადგან წლევანდელ ჩემპიონატში ბევრი დაბალანსებული  გუნდი მონაწილეობს. რაც შეეხება შეხედრას, ვფიქრობ ურიგო მატჩი არ ყოფილა. ,,ქუთაისმა” დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია, რის გამოც  მეორე პერიოდში თამაშის შეცვლა მოგვიწია და ვიასპარზეთ  მთლიანად უკანახაზელებით, რამაც გაამართლა
და მეტოქემ სისწრაფით ვეღარ დაგვჯაბნა.
მოხარული ვარ რომ სეზონში პირველი გამარჯევება მოვიპოვეთ და ერთ-ერთი ლიდერი ,,ქუთაისი” დავამარცხეთ.

 დავით უსტიაშვილი  (ქუთაისი): მივულოცავ ,,არმიას” ამ გამარჯვება და  წარმატებას ვუსურვებ ,,ევროჩელენჯზე”. ვფიქრობ ეს გუნდი  ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ შემდეგ
ეტაზე გავიდეს და ქრთველი გულშემატკივრები გაახაროს.
რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, ჩვენმა გუნდმა პირველი ტაიმი კარგად დაიწყო, მაგრამ  გამოცდილებამ თავისი გაიტანა. ვეცდებით გამოვასწოროთ
ჩვენი შეცდომები. სეზონის დასაწყისია და ბუნებრივია უამრავი ხარვეზი გვაქვს. სამწუხაროდ ქუთაისი ამხანაგურსშეხვედრებს ვერ მართავს, შესაბამისად თამაშიდან თამაშამდე დავიხვეწებით და
სათანადო ფორმაში ჩავდგებით. ვფიქრობ, მეორე წრეში არმიის გუნდს  ქუთაისში ბევრად უფრო გაუჭირდება თამაში  ვიდრე დღეს. 

 ვლადიმერ ბოისა:  დუდუ დადიანის მემორიალის შემდეგ მეორედ ვეთამაშეთ  ,,ქუთაისს” და ვფიქრობ დღეს ბევრად  უკეთესად ვიასპარეზეთ.  დღევანდელი მატჩისთვის მწვრთნელმა სათანადოდ  მოგვამზადა. მიმაჩნია, რომ თუნდაც ჩვენი გამოცდილების ხარჯზე  ქუთაისშიც იგივე შედეგს  დავაფიქსირებთ. 

 ბუბა კვიმსაძე: ყველასთვის სასიხარულოა რომ
დაძაბული ჩემპიონატის მოლოდინში ვართ. გუნდები გაძლიერებულნი არიან და საინტერესო ბრძოლა იქნება. ვულოცავ არმიას ამ გამარჯვებას
და კიდევ უფრო დიდ წარმატებას ვუსურვებ. მეტოქემ
დამსახურებულად იმარჯვა. ვეცდებით ქუთაისში ღირსეული  მეტოქეობა გავუწიოთ.