არმიამ ოლიმპი ოლიმპზე არ აუშვა (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

ცენტრალურ მატჩში ბრძოლა არ შედგა. თავდაცვის სამინისტროს
გუნდმა „არმიამ“ დიდი უპირატესობით დაამარცხა „ოლიმპი“ და ეს უკანასკნელი იმ 3 გუნდს
შეუერთდა, რომლებსაც მიმდინარე ჩემპიონატში 2-2 დამარცხება აქვთ.

მაშ ასე, „რუსთავს“, „შსს-აკადემიას“, „არმიას“ და უკვე
„ოლიმპს“ 8 მოგება და 2 მარცხი დაუგროვდათ. ხვალ ბათუმში ადგილობრივ გუნდთან „რუსთავი“
ითამაშებს და თუკი მოიგებს, ხსენებულ 4 გუნდს შორის I-IV  ადგილები ურთიერთშეხვედრებში
ნაჩვენები შედეგების მიხედვით გადანაწილდება.

„არმიასა“ და „ოლიმპის“ მატჩში ყველაფერი მესამე მეოთხედში
გადაწყდა, რომელიც კოტე ტუღუშის გუნდმა 27:11 მოიგო. მანამდე კი შედარებით თანაბარი
ბრძოლა მიმდინარეობდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ არმიელები უფრო მეტი მობილიზებითა და
მონდომებით თამაშობდნენ, რაც ანგარიშზე მეორე მეოთხედში აისახა.

ლამაინ უილსონმა და კურტის მილეიჯმა დიდებული მატჩი
ჩაატარეს და მთლიანობაში 50 ქულა დააგროვეს. მეტწილად ამ კალათბურთელების შედეგიანი
გარჯის შედეგად არმიელებმა მესამე პერიოდი 24:15 მოიგეს და გადამწყვეტი მეოთხედის წინ
28 ქულით დაწინაურდნენ. მატჩის ბედიც აქ გადაწყდა. „ოლიმპის“ შემართება არ იყო ისეთი,
რომ ამხელა ჩამორჩენა გაებათილებინა.

საბოლოოდ არმიელებმა 31 ქულის სხვაობით – 93:62 დაამარცხეს
ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი და პირველ ადგილზე გასვლისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს. ზემოთხსენებულ
ლეგიონერებთან ერთად არმიელთაგან მარკუს ფეისონი და გიორგი გამყრელიძე გამოირჩნენ,
რომლებმაც 10-10 ქულა დააგროვეს. ოლიმპში კი 10-ქულიან ზღვარს მხოლოდ ნოდარ თენიეშვილი
(11) ასცდა.

ტურის მომდევნო მატჩში ერთმანეთს „სოხუმი“ და „ქუთაისი“
დაუპირისპირდებიან.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია:

კოტე ტუღუში (არმია):
სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. ბოლო
პერიოდს თუ გადავავლებთ  თვალს ეს მოგება საჭირო
იყო ზოგადად ჩვენი გუნდისთვისაც. ახალ წელს გამარჯვებულები ვხდებით და ოპტიმიზმით ვუყურებთ
მომავალს. იმედია უკეთესად მომზადებულნი  შევხდებიტ
 ვემზადებით ქორქია-საკამდელიძის მემორიალსა
და საქართველოს თასის გათამაშებას.

 გია კაზანჯიანი (ოლიმპი): შთაბეჭდილება დამრჩა
რომ ჩვენს გუნდს თამაში არ უნდოდა. სამწუხაროდ ბიჭებმა არ იბრძოლეს. დღეს გუნდი არ
ჩანდა არც დაცვაში და არც თავდასხმაში. მეტოქემ ყველა კომპონენტში გვაჯობა. 

ანატოლი ბოისა
(არმია): ახალ წელს გამარჯვებით ვხვდებით და ეს რა თქმა უნდა
სასიხარულოა. იმედია სატურნირო ცხრილში მაღალ ადგილს დავიკავებთ, რაც შეეხება უშუალოდ
მატჩს,  მეტოქეს სწრაფი თამაში შევთავაზეთ და
ამან გაამართლა. ,,ოლიმპი“ ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგეა, რომლსაც ფინალში ველოდებით.

ირაკლი მიქელაძე
(ოლიმპი): ,,არმია“ ჩვენზე უკეთესად იყო მომზადებული.სამწუხაროდ
ჩვენთვი სასურველი თამაში ვერ ვაჩვენეთ და მარცხი განვიცადეთ.