არმიამ ფინალური საგზური მოიპოვა (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

თბილისის სპორტი სასახლეში დასრულდა ნახევარფინალური სერიის მესამე შეხვედრა ,,სოხუმსა” და ,,არმიას” შორის, სადაც არმიელებმა დიდი სხვაობით 92:66 დაამარცხეს მეტოქე,

სერიაში 3:0 იმარჯვეს და ფინალური საგზური მოიპოვეს.

 მატჩის საწყისი წუთები გუნდების თანაბარი უპირატესებით წარიმართა (20:20), თუმცა მეორე პერიოდში არმიელები დიდი სხვაობით დაწინაურდნენ და ტაიმში 49:30 დაწინაურდნენ. არმიის გუნდმა  მოპოვებული უპირატესობა მესამე მეოთხედშიც შეინარჩუნა, ხოლო დასკვნით ათწუთეულში მეტოქეს შანსიც არ დაუტოვა. ,,არმიამ” აღნიშნული პერიოდის შუაწელში თავის სასარგებლოდ ჯერ 21 ქულიანი სხვაობა დააფიქსირა (74:53), ხოლო 1:38 წუთით ადრე 30-ქულიან (89:59)  უპირატესობას უწია და მეტოქე უშანსოდ დაამარცხა.

გამარჯვებულებს 23-23 ქულა გილერმო დიასმა და ბენჟამენ ვუდსაიდმა შესძინეს, ხოლო 10 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი უილიამ ტომასმა გაიფორმა. რაც შეეხება  ,,სოხუმს” მის შემადგენლობაში 15 ქულით ჯოშუა ჯეკსონი გამოირჩა, ხოლო 12 ქულითა და ამდენივე მოხნით ორმაგი დუბლი სტეფან მილოშევიჩმა შეასრულა.

მატჩისშემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე სოხუმისა და არმიის გუნდების მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა შემდეგი კომენტარები გააკეთეს.

კოტე ტუღუში (არმიის მწვრთნელი): მივულოცავ ჩვენს გუნდს ფინალში გასვლას და  დიდი მადლობას  გადავუხდი ჩვენს გულშემატკივარს მხურვალე ქომაგობისთვის.. აგრეთვე მადლობა ჩვენს მოწინააღმდეგე სოხუმის გუნდს იმ პაექრობისთვის, რომელიც მან გაგვიწია. სერიის
სამი მატჩიდან იოლი არცერთი ყოფილა . და გულშემატკივარმა საკმაოდ სანახაობრივი და საინტერესო თამაშები იხილა, რისთვისაც დიდი 
მადლობა ,,სოხუმს”.  მსურს, ვაჟა კვარაცხელიას მიმართ ჩემი დიდი პატივისცემა გამოვხატო და აღვნიშნო, რომ ჩემი კალათბურთში მოღვაწეობა
მისი დიდი დამსახურებაა. წარმატებას ვუსურვ როგორც მას,  ასევე სოხუმის კლუბს.

ვაჟა კვარაცხელია (სოხუმის მწვრთნელი): მივულოცავ კოტეს ტუღუშს ამ გამარჯვებას, რომელმაც მართლაც ფანტასტიურად მოამზადა გუნდი პლეიოფისთვის. ,,არმიამ” შესანიშნავ ფორმაშია და დღეს  რეგულარული ჩემპიონატისგან სულ სხვაგვარი და განსხავავებული თამაში აჩვენა. ვფიქრობ არმიის გუნდი  ახლა რომ ეთამაშებოდეს ,,ევროჩელენჯზე” ,,ბეშიქთაშს”,  დიდი ანგარიშით დაამარცხებდა. არმიის კლუბი საერთოდ რომ არსებობდეს, კოტე ტუღუში რომელიც როგორც მწვრთნელი დღითიდღე იზრდება,  უდიდეს წარმატებას მიაღევდა ევროპულ ასპარეზზე. რაც შეეხება ფინალურ მატჩს, თუ რაიმე სასწაული არ მოხდა მიმაჩნია, რომ ,,არმია” წელს ნამდვილად ჩემპიონი გახდება.

რაც შეეხება გუნდში ლეგიონერთა დამატებას, ვფიქრობ  ისინი აუციებლად უნდა დაგვემატებინა, სხვა შემთხვევაში ძლიერი ლეგიონერებით დაკომპელქტებულ შსს აკადემიას ვერ ვაჯობებდით. ლეგიონერები აგრეთვე მესამე ადგილისთვის ბრძოლაშიც ძალიან გვჭირდებიან. სოხუმის გუნდმა წელს აუცილებლად უნდა მოიპოვოს  ბრინჯაოს მედლები. 

ვახტანგ მინაშვილი:  ფინალამდე  მნიშვნელოვანი და რთული ეტაპი გამოვიარეთ და ძალიან ღირსეული და ძლიერი  მეტოქეები ჩამოვიტოვეთ უკან, მაგრამ ვთვლი რომ ეს გამარჯვება მალევე უნდა დავივიწყოთ და ფინალისთვის მაქსიმალურად უნდა მოვემზადოთ, რომელსაც დიდი მობილიზებითა და კონცენტრაციით უნდა შევხვდეთ. ვფიქრობ, ყველაზე მთავარი ეტაპი ჩვენთვის სწორედ ახლა იწყება.

ლაშა ფარღალავა: მივულოცავ ,,არმიას” ამ გამარჯვებას და წარმატებას ვუსურვებ ფინალურ ეტაპზე. დავეთანხმები ჩვენს მწვრთნელს, რომ დღეს არმიის გუნდმა რეგულარული სეზონისგან აბსოლუტურად განსხვავებული თამაში აჩვენა. პირადად მე ამ სეზონში უკვე მეხუთედ დავუპირისპირდი ამ გუნდს და ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე თამამად შემიძლია ამის თქმა. ,,არმიას” იმდენად ძლიერი დაცვა ჰქონდა და პრაქტიკულად შეუძლებელი იყო ამ გუნდთან ბურთის ჩაგდება. ამასთან მეტოქეს ფიზიკურადაც ვერ გავუძელით და დავიჩაგრეთ. იმ ფონზე, რა დაღმასვლაც განიცადა წელს სოხუმის კლუბმა, ვფიქრობ მესამე ადგილიც მისაღები იქნება ჩვენთვის და სწორედ ამისთვის გავაგრძელებთ ბრძოლას.