“არმიამ” ქუთაისში იმარჯვა

“არმიამ” ქუთაისში იმარჯვა

მე–13 ტური დღეს ქუთაისში საინტერესო
მატჩით დაიწყო. „არმიასა“ და „ქუთსისის“ პირველი წრის შერკინება თბილისში
იმერლებმა მოიგეს და ეს გახლავთ არმიელთა ერთადერთი მარცხი მიმდინარე სეზონში.
ამის გათვალისწინებით, შეხვედრას ინტრიგა არ აკლდა.

პირველი წრის მატჩში ქუთაისელებს ბუბა
ბერიშვილმა ულიდერა. ეს მოთამაშე დღეს უკვე არმიელია და ამჯერად თავისი ყოფილი
გუნდის წინააღმდეგ მოუწია თამაში. უნდა ითქვას, რომ ქუთაისელებს რიგი მიზეზების
გამო გუნდის ლიდერები – რევაზ დიდია და ბუბა კვიმსაძე აკლდნენ, რაც საკმარისი
მიზეზი იყო საიმისოდ, რომ არმიელებს კომფორტულად ეგრძნოთ თავი.

მიუხედავად დანაკლისისა, მასპინძლებმა
პირველ ტაიმში ბრძოლა გაუმართეს არმიელებს, თუმც მესამე მეოთხედიდან ლევან
მოსეშვილის გუნდმა იძალა და საბოლოოდ დამაჯერებლადაც იმარჯვა.

მე–13 ტურის დარჩენილი 4 მატჩი ხვალ, 12
თებერვალს, სპორტის სასახლეში გაიმართება.

ქუთაისი
48:65  არმია

11:16
11:11 19:26 7:12

ქუთაისი: კვერნაძე, ბაბუნაშვილი (10), ტუკვაძე, ბოლქვაძე
(2), ლომინაშვილი (7), ბარბაქაძე (12), ცეკვავა (4 ქულა, 9 მოხსნა), კოღუაშვილი
(12), ქორიძე (1)

არმია: ბაბიაშვილი (16), ბოისა (7), ტუღუში (10 ქულა, 7
პასი), პირველაშვილი, ათანელიშვილი (2), ათუაშვილი, საყვარელიძე (7), შარაბიძე
(13), ბ. ბერიშვილი (10)

მსაჯები:
დავით ბერეკაშილი, მაკა კუპატაძე

კომოსარი: თენგიზ ქიქოძე