არმიამ რეგულარული სეზონი წაუგებლად დაასრულა (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

არმიამ რეგულარული სეზონი წაუგებლად დაასრულა (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

დასრულდა სუპერლიგის
მეორე წრის ბოლო მე-11
ტურის ცენტრალური შეხვედრა, სადაც ერთმანეთს ,,არმია“ – ,,ოლიმპი“ დაუპირისპირდნენ.

პრინციპულ მატჩში  საბოლოოდ ,,არმიამ“ გაიმარჯვა, რომელმაც მეტოქეს დაძაბულ ბრძოლაში  ანგარიშით78:66 სძლია. შორეული
ტყორცნების წყალობით შეხვედრის პირველი ნახევარი ,,ოლიმპის“ უპირატესობით წარიმართა,
რომელმაც მეტოქეს დაწინაურების საშუალება არ მისცა და  ტაიმში 43:39 იმარჯვა. დრამატული გამოდგა მესამე
მეოთხედი, რომელიც გუნდების თანაბარი უპირატესობით წარიმართა, თამაში ქულა-ქულაში წავიდა
და  ფრედ – 59:59 დასრულდა. დასკვნით, გადამწყვეტ
მეოთხედში არმიელებმა ბრწყინვალედ იასპარეზეს დაცვაში. ,,ძალოვნებმა“ მეტოქეს არც სამქულიანის
სროლის საშუელბა მისცეს და არც ფარქვეშ დაუტოვეს შანსი. ,,არმია“ აღნიშნული პერიოდის
პირველივე წუთზე დაწინაურდა (61:59), ხოლო მეოთხე წუთზე 69:61 გავიდნენ წინ. დარჩენილ
დროში თავდაცვის სამინისტროს გუნდმა  მოპოვებული
უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა და შეხვედრის დასრუებამდე 3:53 წუთით ადრე თავის სასარგებლოდ
74:63 დააფიქსირა, ,,ოლიმპმა“ კი მეტოქესთან პრაქტიკულად ვერაფერი გააწყო და მარცხი
განიცადა.

,,არმიას“ 15 ქულით ანატოლი ბოისამ ულიდერა, ხოლო
11 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი უილიამ ტომასმა შეასრულა. ,,ოლიმპის“ შემადგენლობაში
გამოირჩა მიხეილ ბერიშვილი, რომელმაც საკუთარ გუნდს 17 ქულა შესძინა.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე არმიისა და ოლიმპის
მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა შემდეგი კომენტარები გააკეთეს.

კოტე ტუღუში
(არმიის მწვრთნელი):გახარებული ვარ რომ რეგულარული ჩემპიონატი წაუგებლად დავასრულეთ.
კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდის თამასით და  ორმაგად
მოხარული ვარ რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშე იყო 
ანატოლი ბოისა ჩვენი მხრიდან, ყველამ კარგად ითამაშეს გუნდურად, მაგრამ ბოისას  წამატებული თამაში იმითაა სასისახულო და აქამდე
ყველა ამბობა თითქოს ლეგიონერები იყვენენ ჩვენი ძირითადი ბირთვი დღეს შევძელით და აქართველის
ხარჯზე მოვიპოვეთ გამარჯვება. მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს მოწინააღმდეგ გუნდს რომელმაც
ძალია დიდ ბრძოლა გაგვიმართა,  როგორც მოსალოდნელი
იო. პირელი ტაიმში ფენომენალური პროცენტულობით ესროლეს სამქულიანები და სერიოზული პრობლემები
შეგვიქმნეს, მაგრამ მეორე ტაიმში ჩვენ გარკვეული სამუშაო გავწიეთ, ისე ვეღარ ისროლა
მოწინააღმდეგე გუნდმა და ამის ხარჯზე გავიმარჯვეთ.

 გია კაზანჯიანი:
ვულოცავ არმიას გამარჯვებას, ბრწყინვალედ იტამაშეს განსაკუთრებით ბოლო მეოთხედში სადაც
ზრაპრული დაცვა ითამაშეს და არანაირა შანსი არ დაგვიტოვეს, 7 ქულა გავაკეთეთ საერთოდ
იმ მეოთხედსი. თვაიდან ძალიან კარგად ვისროლეთ შორიდან და 10-დან 7  3-იანი ჩავაგდეთ, მოველოდიტ რომ მთელს თამასს ასე
ვერ ცავგდებიტ და ასეც მოხდა. მეორე ტაიმში10-დან 1 ჩავაგდეთ და შიგნიდანაც არ წაგვივიდა
თამაში, ჩვენმა მაღლებმა ვერ ითამასეს. ,,არმია“ ფიზიკურადაც ძალიან ძლიერი გუნდია
და ვიმედოვებ, რომ მიომავალში ამ გუნდთან უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ.

ანატოლი ბოისა:
ყველა ამ თამაშს ელოდებოდა და დიდი ხანია რაც ამ მატჩზეა საუბარი. სატურნირო ცხრილის
მიხედვით ამ გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა არა, მაგრამ დიდი ფსიქოლოგიური დატვირთვა
 ჰქონდა, თუ როგორი თამაშით გადავიდოდით პლეიოფში.
დიდი მადლობა ოლიმპის გუნდს ასეთი შესანიშნავი მატჩსისთვის. ამ თამაშმა ყველანაირ მოლოდინს
გადააჭარაბა. გულშემატკივარმა და ტელევიზორთან მყოფმა მაყურებელმა კი დიდი სიამოვნება
მიიღო ამ შეხვედრით.

მიხეილ ბერიშვილი:
მესამე მეოთხედში ვერ შევძელით
მეტოქისთვის წინააღმდეგობის გაწევა  ფიზიკურად
და ამის გამო  დავმარცხდით. მივულოცავ ,,არმიას“ და მის ყველ გულშემატკივარს ამ გამარჯვებას.