სუპერლიგის მეორე წრის მე-6 ტურის მორიგ მატჩში ერთმანეთს
სამედიცინო – ,,არმია“ დაუპირისპირდნენ, სადაც
არმილებმა დიდის ხვაობით 101:65 იმარჯვეს.
მატჩი თავიდანვე ,,ძალოვანთა’“ სასარგებლოდ
დაიწყო, რომლებიც მეორე მეოთხედში 30:15 დაწინაურდნენ, ხოლო დიდ შესვენებაზე 16- ქულიანი
უპირატესობით.52:36 გავიდნენ. მატჩის მეორე ნახევარში არმიელებმა მოპოვებული უპირატესობა
კიდევ უფრო გაზარდეს. შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 2 წუთით ადრე 91:60 დააფიქსირეს,
მატჩში დიდი სხვაობით იმარჯვეს და მორიგი გამარჯვება მიითვალეს.
თსსუ-ს შემადგენლობაში
მიხეილ ჭოჭუა გამოირჩა, რომელმაც საკუთრ გუნდს 18 ქულა შესძინა, ხოლო ,,არმიას“31 ქულით ბენჟამენ
ვუდსაიდმა ულიდერა. ორმაგი დუბლი მიითვალა იოაკიმ შელბომმა, რომლის ანგარიშზეც 12 ქულა
და 10 მოხსნაა.
მატჩისშემდგომ
პრესკონფერენციაზე აღნიშნული გუნდების მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა შემდეგი კომენტარები
გააკეთეს.
კოტე ტუღუში (არმიის მწვრთნელი): როგორც განვლილ
თამაშებში, ძირითად აქცენტს დაცვაზე ვაკეთებდით. შეიძლება ითქვას რომ სამედიცინოს წინააღმდეგ
65 ქულა არ არის ცუდი შედეგი, თუმცა გამოვარჩევ მეორე პერიოდს, რომელშიც ჩვენ 24 ქულა
გავუშვით და ფაქტიურად ეს მეოთხედი ჩავარდა ჩვენი გუნდისთვის. დავინახეთ ბევრი შეცდომები
და ხარვეზები, რასაც მომავალი თამაშებისთვის აუცილებლად გამოვასწორებთ. პლეიოფები ახლოვდება
და ვეცდებით დაცვაში თუ შეტევაში ჩვენი შეცდომები მინიმუმადე დავიყვანოთ. როგორც სასურველი იყო ისე
ვერ მოვიგეთ ფარიდან ასხლეტილი ბურთები, რასაც ასევე სამომავლოდ გამოვასწორებთ. რაც
შეეხება სამედიცინოს, ეს გუნდი იბრძვის პლეიოფში გასასვლელად და ამის სრულიად გამართლებული
ამბიცია აქვს. ვუსურვებ წარმატებას როგორც ბატონ კახას, ასევე მთელ გუნდს. ტრავმებს
რაც შეეხება, გუნდში ყველანი ჯანმრთელად ვართ. ფედერაციის ბრალია რომ ჯერემი რიჩარდსონი
გვაკლდა დღეს. ვფიქრობ, დაუმსახურებელი 2 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, რაც, რა
თქმა უნდა, ჩვენთვის დიდი დანაკლისია. რაც
შეეხებათ დანარჩენ მოთამაშეებს. დღეს საშუალება
მომეცა ყველას ეთამაშა ვინც კი განაცხადში იყო. სასიახარულოა. რომ ყველა მათგანმა მიიღო დაცვაში და ყველა სხვა სამუშაოში
მონაწიელობა და ამავდროულად ყველამ შეძლო ქულების დაგროვება. ეს მათთვის ერთგვარი სტიმულია
და იმედია ასე გაგრძელდება. პლეიოფამდე დიდი დროა და მანამდე 2 კვირიან შესვენებას
მაქსიმალურად გამოვიყენებთ. ვიმედოვნებთ ყველაფერი ტრავმების გარეშე ჩაივლის.
კახა შენგელია
(თსსუ-ს მწვრთნელი): ლოგიკურად დასრულდა ყველაფერი. ,,არმიას“ გამარჯვებას ელოდნენ
და დამაჯერებლადაც მოიგო ჩვენმა მოწინააღმდეგემ. ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, თუმცა
შევეცადეთ ეს მატჩი ვარჯიშისთვის გამოგვეყენებინა, იმიტომ რომ მოგებაზე აქ არ იყო ლაპარაკი.
ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გელის ჩვენს უშუალო კონკურენტთან, თბილისის სახლემწიფო უნივერსიეტეტის გუნდთან, სადაც
აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. დევანდელმა მატჩმა დაგვანახა ჩვენი სუსტი და ძლიერი მხარეები, რასაც მომდევნო
მატჩისთვის გამოვიყენებთ და შევეცდებით თსუ-სთან მოვიგოთ. ტრავმები არი ჩვენს გუნდში
მაგრამ ექიმები გვაიმედებენ რომ მომავალ კვირას ყველაფერი კარგად იქნება. გიორგი პირველაშვილს
არ უვარჯიშია ბოლო პერიოდში, ხოლო გრიგოლ შვანგირაძეს ფეხი აქვს გადაბრუნებული და დღეს
საერთოდ არ გასულა მოედანზე.
ვახტანგ მინაშვილი: ყოველი თამაში მნიშვნელოვანია
ჩვენი გუნდისთვის და მაქსიმალურად მოტივირებულნი გამოვდივართ. მით უმეტეს დღევანდელი
მატჩისთვის, ვინაიდან ვფიქრობ სამედიცინო საკაოდ
ძლიერი გუნდია. მწვრთნელის დავალება იყო მაქსიმალურად
გვემუშავა დაცვაში, რაც მეტ-ნაკლებად გამოგვივიდა. იყო ხარვეზებიც რასაც სამომავლოდ
მწვრთნელი დაალაგებს.
მიხეილ ჭოჭუა: მივულოცავ მოწინააღმდეგე
გუნდს. დარწმუნებული სხვა შედეგს არც არავინ ელოდა. მათ შორის არც ჩვენ. ვემზადებოით
შემდეგი კვირის მატჩისთვის, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დღევანდელმა მატჩმა
მკაფიოდ დაგვანახა ჩვენი შეცდომები.