დღეს თბილისის სპორტის სასახლეში სუპერლიგის ნახევრაფინალური
და პლეიაუტის შეხვედრები იმართება. დღის პირველ
შეხვედრაში შსს-მ რუსთავის ,,ენერჯი ინვესტი”
91:76 დაამარცხა და
ახლა მე-5, მე-6 ადგილისთვის თსსუ-სა და სტუ-ს წვილს შორის გამარჯვებულს
ხვალ 18 საათზე დაუპირისპირდება შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდიდან საუკეთესო
19 ქულით დავით იმნაძე იყო, ხოლო ,,ენერჯის” რიგებში 25 ქულით სამუელ ლამუ გამორჩა, ორმაგი დუბლი შეასრულეს
დავით გუგავამ (17ქ.13მ) და ქაქუცა აბაიშვილმა
(17ქ. 11პ). რაც შეეხება დღის ცენტრალურ, ნახვეარფინალურ შეხვედრას, ,,არმიამ” დაძაბულ
ბრძოლაში სოხუმის გუნდს 66:52 სძლია. გამარჯვებულთა რიგებში საუკეთესო 15 ქულით კოტე
ტუღუში გახლდათ, ხოლო ,,სოხუმის” შემადგენლობაში 10 ქულით კარლ დამუსი გამოირჩა. შეგახსენებთ, რომ თბილისის სპორტის სასახლეში დღეს კიდევ 2 მატჩი გაიმირთება.
ნახევარფინალურ სერიაში თსუ- ქუთაისს შეხვდება, ხოლო პლეიაუტში – სამედიცინო – სტუ-ს.