დასრულდა სუპერლიგის მეორე წრის მე-7 ტურის დასაკვნითი
მატჩი არმიასა და სტუ-ს შორის, სადაც არმიელებმა მეტოქე 95:50 გაანადგურეს.
შეხვედრა
თავიდანვე ,,ძალოვანთა“ სასარგებლოდ წარიმართა, რომლებიც ტაიმში 20-ქულით დაწინაურდნენ.
მესამე მეოთხედში ,,არმიამ“ მოპოვებული უპირატესობა ყოველგვარი გართულების გარეშე შეინარჩუნა,
ხოლო დასკვნით მეოთხედში მეტოქეს მხოლოდ 2 ქულა ჩააგდებინა და მატჩში 45-ქულიანი სხვაობით
იმარჯვა. მეოთხე პერიოდში სტუ-მ მეტოქესთან პრაქტიკულად ვერაფერი გააწყო და შეხვედრა
მარცხით დაასრულა.
,,არმიას“ 28 ქულით უილიამ ტომასმა ულიდერა, ხოლო
14 ქულითა და 10 შედეგიანი გადაცემით ორმაგი დუბლი ბენჟამენ ვუდსაიდმა შეასრულა. სტუ-ს
რიგებში თავი ზვიად ანთაძემ გამოიჩინა, რომელმაც საკუთარ გუნდს 17 ქულა შესძინა.
მატჩისშემდგომ გამართულ პრესკონფერნციას სტუ-ს მხრიდან
მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გია ტეტელაშვილი
და მოთამაშე ვატო თევზაძე დაესწრნენ, ხოლო ,,არმიას“ გუნდიდან – მენეჯერი ლუკა შანიძე და გუნდის კაპიტანი ზვიად ბაბიაშვილი
(კოტე ტუღუში სემინარებზე იტალიაში იმყოფება).
გია ტეტელაშვილი (სტუ-ს მთავარი მწვრთნელის
ასისტენტი): ,,არმია“ ძალიან ძლიერი გუნდია და ვფიქრობ ჩემპიონობისთვისაც მზადაა. თუ
დღევანდელი მატჩის ანგარიშს არ გავითვალისწინებთ,
ჩვენი ბიჭების თამაშით ორივე მწვრთნელი კმაყოფილნი ვართ. მათ რაც შეეძლოთ, ის გააკეთეს. პირველ წრეში გუნდი შესანიშნავად დავაკომპლექტეთ
და ისეთ მატჩებში ვიმარჯვეთ, რომელსაც არც კი ველოდით, მაგრამ შემდეგ მოგვაკლდნენ მოთამაშეები
და გუნდი მთლიანად აირია. ხელმეორედ კი გუნდის დალაგება არც ისე იოლია. ბიჭებზეა დამოკიდებული
ჩვენი პლეიოფში გასვლა. თუ ისინი ისეთივე შემართებით ითამაშებდნენ ,,რუსთავთან“
და ,,ბათუმთან“ როგორც დღეს, ვფიქრობ დღეს უკვე გადაწყვეტილი იქნებოდა სტუ-ს პლეიოფში გასვლის
ამბავი. ამ 2 მატჩში სწორედ გუნდში შექმნილი არეულობის გამო დაცმარცხდით.
ლუკა შანიძე (არმიის მენეჯერი): როგორც ყოველთვის ,,არმია“ყველა თამაშზე ხვეწავს გარკვეულ დეტალებს
დაცვაში თუ შეტევაში, რათა შემდგომ გადამწყვეტ მატჩებს უკეთეს ფორმაში
შეხვდეს. ბიჭებმა მწვრთნელის ყველა მითითებები
შეასრულეს. შედეგს რაც შეეხება, ვფიქრობ ლოგიკურია. მოწინააღმდეგე გუნდმა რაც შეეძლო
გააკეთა და ბოლომდე დაიხარჯა.
ზვიად ბაბაიშვილი:
მთავარი მწვრთნელისგან მოცემული ძირითადი დავალება, ნაკლები ბურთი გავუშვათ და მეტი
ჩავაგდოთ, დღეს მაქსიმალურად შევასრულეთ. ვინც არ უნდა იყოს ჩვენი მეტოქე, ჩვენი ამოცანაა
55 ქულაზე მეტი არ გავუშვათ და ყველა მატჩში მკაცრად ვიყოთ ორიენტირებულნი დაცვაზე.
გვსურს, რეგულარული სეზონი წაუგებლად დავასრულოთ და პლეიოფებში კარგად ვიასპარეზოთ.
ვატო თევზაძე:
ეს მარცხი ჩვენთვის
მოულოდნელი არ ყოფილა. ბოლო პერიოდში ფაქტიურად ბურთი ვერ ჩავაგდეთ, სადაც ჩვენი მონაგარი მხოლოდ 2 ქულას შეადგენს. ამ მეოთხედში ძალიან დიდი ტექნიკური წუნი გვქონდა. ,,არმია“ პროფესიონალი და მაღალი კლასის მოთამაშეებითა დაკომპლექტებული
და ამ მარცხს არც ისე ძალიან განვიცდით. ჩვენ
თსუ-თან მატჩისთვის და პლეიოფში გასასვლელად
გვემზადებით, რაც ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი მიზანია.
სუპერლიგა მეორე წრე მე-7 ტური ქუთაისი – სოხუმი 86:74 (მატჩის მიმოხილვა)დინამო – ბათუმი 82:76 (მატჩის მიმოხილვა)თსუ – თსსუ 83:74 (მატჩის მიმოხილვა)
ოლიმპი – რუსთავი 91:59
(მატჩის მიმოხილვა)