საკალათბურთო აკადემიის დარბაზში საქართველოს თასის
მეოთხედფინალები იმართება. პირველ წყვილში ერთმანეთს „არმია“ და საკვალიფიკაციო ეტაპის
გამარჯვებული სტუ შეხვდნენ. მატჩს დაძაბულობა აკლდა,
რადგან კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა
არმიელებმა მეტოქეს იოლად მოუგეს და ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს. თავდაცვის სამინისტროს გუნდმა საიმედო უპირატესობა თავიდანვე
მოიპოვა, რომელსაც მეოთხედიდან მეოთხედამდე მეთოდურად ზრდიდა. ტუღუშის გუნდმა ყველა
ათწუთეული დამაჯერებლად მოიგო და საბოლოოდ 49-ქულიანი გამარჯვება გაიფორმა. არმიელთა შორის სათამაშო დრო თითქმის ყველა მოთამაშეზე
თანაბრად გადანაწილდა. ასევე ითქმის შედეგიანობაზეც – 6 მოთამაშე 10-ქულიან ზღვარს
გადასცდა, რომელთაგან ყველაზე მეტი, 24 ქულა, ირაკლი საყვარელიძემ მოაგროვა, ხოლო გიორგი
ჯგერენაიამ ორმაგი დუბლი შეასრულა – 23 ქულა, 11 მოხსნა. ნახევარფინალში „არმიას“ მეტოქე მალე გაირკვევა. „შსს-აკადემიასა“
და თსუ-ს მეოთხედფინალური მატჩი აკადემიის დარბაზში 14 საათზე დაიწყო.
არმია-სტუ 115:66