არმიამ თსსუ-ს მოუგო

არმიამ თსსუ-ს მოუგო

დასრულდა ცენტრალური შეხვედრა, სადაც ერთმანეთს თავდაცვის
სამინისტროს გუნდი ,,არმია” და ,,თსსუ” ხვდებოდნენ. მატჩი არმიელებმა დამაჯერებლად
– 80:53  მოიგეს.

პირველი ტაიმი ,,ძალოვნების”
სასარგებლოდ – 38:30 დასრულდა, მესამე პერიოდში ,,მედიკოსები” 8:23  დამარცხდნენ, ტაიმის მიწურულს კი ,,არმიამ” 20-ქულიანი
უპირატესობა მოიპოვა და თამაშიც ბედიც გადაწყდა. 
გამარჯვებულთა რიგებში 17 ქულით ანატოლი ბოისა გამოირჩა, ორმაგი დუბლი კი  კოტე ტუღუშის ანგარიშზეა – 10ქულა და 11 მოხსნა.
რაც შეეხება სამედიცინოს, ,,მედიკოსთა” მხრიდან 19 ქულით აკაკი დვალიშვილი გახდა საუკეთესო.