არმიასა და თსუ-ს შორის ინციდენტი განმეორდა (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

არმიასა და თსუ-ს შორის ინციდენტი განმეორდა (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

 დრამატული გამოდგა სუპერლიგის მეორე წრის მე-5 ტურის
მორიგი მატჩი თბილისის სახელემწიფო უნივერსიტეტის გუნდსა და ,,არმიას“ შორის, სადაც
არმიელებმა მეტოქე 118:56 გაანადგურეს და გუნდური რეკორდი მოხსნეს,

რომელიც მანამდე
შსს აკადემიას ეკუთვნოდა (117 ქულა).   

 მატჩი თავიდანვე
,,არმიის“ სასარგებლოდ წარიმართა, რომელმაც საწყისს მეოთხედშივე 20 ქულიან უპირატესობას
უწია – 27:7. მეორე პერიოდის მიწურულს კი გუნდებს შორის შემდეგი ინციდენტი მოხდა. ,,არმიის“
მოთამაშემ ჯერემი რიჩარდსონმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თსუ-ს მოთამაშეს ვახტანგ
ჩქარეულს, რომელსაც თავისი თანაგუნდელი ბექა ჩიკვილაძე გამოესარჩლა. ჩიკვილაძესა და
რიჩარდსონის ფიზიკურ დაპირისპირებას მოედანზე  თსუ-ს  4
სათადარიგო მოთამაშის შესვლა მოჰყვა. კალათბურთის ოფიციალური წესების 39.1.2 პუნქტის
მიხედვით თსუ-სათადარიგო მოთამაშეებმა თამაში დატოვეს, ხოლო ბექა ჩიკვილაძე და ჯერემი
რიჩარდსონი დისკვალიფიცირებულნი იქნენ მატჩიდან. ინციდენტის დროს სათადარიგო სკამი
არ დაუტოვია თსუ-ს ცენტრს გიორგი ხიზანიშვილს, რომლიც თავის გუნდს მე-5 მოთამაშედ დაემატა. 

 მატჩის მეორე
ნახევარში თბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტის გუნდმა შემდეგი ხუთი მოთამაშით ითამაშა
– თეიმურაზ თავამაიშვილი, მიხეილ ჩიტაშვილი, ვასილ ბერუაშვილი, ვახტანგ ჩქარეული და
დავით ხიზანიშვილი.   

 არმიელთა შემადგენლობაში
19 ქულა ულიამი ტომასმა მიითვალა, ხოლო თსუ-ს 15 ქულა მიხეილ ჩიტაშვილმა შესძინა.  

 შეგახსენებთ,
რომ მსგავსი იციდენტი არმიასა და თსუ-ს გუნდებს შორის პირველი წრის მე-5 ტურშიც დაფიქსირდა.

 მატჩისდასრულების
შემდგომ ტრადიციულ პრესკონფერენციზე არმიასა და თსუ-ს გუნდების მწვრთნელებისა და მოთამაშეების მხრიდან  შემდეგი კომენტარები გაკეთდა.  

კოტე ტუღუში
(არმიას მწვრთნელი): გამიჭირდება ასეთ მატჩზე კომენტარის გაკეთება. ვიტყოდი იმას რომ
კიდევ ერთი მოგება მოვიპოვეთ. ძალიან სამწუხაროა, რომ უკვე მეორედ ხდება ჩვენს თამაშზე
ასეთი ინციდენტი. მე როგორც ჩემი გუნდის მწვრთნელი ჩემს გუნდში დავიწყებ მიზეზების
ძებნას, თუ რა მოხდა მოედანზე, თუმცა ფაქტი ერთია რომ ასეთი შემთხვევები აღარ უნდა
განმეორდეს და დამნაშავე უნდა დაისაჯოს. არა აქვს მნიშვნელობა ჩემი გუნდის წევრი იქნება
თუ სხვა გუნდის წევრი. კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ პირველ რიგში სპორტის სასახლეში მოსულ
გულშემატკივარს უნდა ვცეთ პატივი და ვაჩვენოთ  სანახაობრივი კალათბურთი.  

 ნუგზარ  ჭეიშვილი
(თსუ-ს მწვრთნელი): ის რაც მოხდა, ნამდვილად სამწუხარო ფაქტია. არმიას გუნდს ვულოცავ
გამარჯვებას. ჩვენ სხვა გეგმები გვაქვს, ,,არმიას“ – სხვა. თსუ-ს მიზანი 8 გუნდში მოხვედრაა.
 ვერ მივცემ თავს იმის თქმის უფლება რომ ,,არმიას“
რაიმე წინააღმდეგობას გავიწევდით იმ რესურსებისთ რაც დღესდღეობით გაგვაჩნია, მაგრამ
ფაქტია რომ რაც მოხდა არ უნდა მომხადრიყო.  ვწუხვარ ჩვენი ბიჭების საქციელის გამო. მითუმეტეს,
რომ  ბექა ჩიკვილაძეს არაფერი ესაქმებოდა იმ
მომენტში. ის სათანადოდ დაისჯება, როგორ სადისციპლინო კომიტეტის მიერ, ასევე კლუბის
მხრიდან. მატჩი გაფუჭდა სანახაობრივი თვალსაზრისით. არ აქვს მნიშვნელობა რამხელა სხვაობა
იქნებოდა, მთავარია, რომ იქნებოდა ლამაზი კალათბურთი და დარბაზში მოსული მაყურებელი
კმაყოფილი დარჩებოდა.  

 დავით უგრეხელიძე: სამწუხაროა რომ ეს ფაქტი
მოხდა, მაგრამ ამ ყველაფერმა უკვე ჩაიარა და ახლა  შემდეგი მატჩისთვის ვემზადებით. მივულოცავ ჩვენს
გუნდს გამარჯვებას.

 მიხეილ ჩიტაშვილი: ვფიქრობ,ეს  ფაქტი რომც არ მომხდარიყო, შედეგზე მაინც არ აისახებოდა.
,,არმია“ სხვა გუნდია სხვა მიზნებით, ჩვენ სხვა გეგმები გვაქვს შევეცდებით ჩვენს კონკურენტებთან
მივაღწიოთ გამარჯვებას.  
 პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების მოთხოვნით გაიმართა მეორე პრესკონფერენცია, რომელსაც მატჩის კომისარი მერაბ რატიშვილი და მსაჯი მაკა კუპატაძე დაესწრნენ.
მერაბ რატიშვილი ( მატჩის
კომისარი): მატჩის  მე-2 პერიოდის დასრულებამდე
3,5 წამით დარე მოედანზე ჩხუბის ატეხილი ჩხუბის დროს თსუ-ს სათადარიგოთა სკამიდან ოთხი
მოთამაშე შევიდა მოედანზე. კალათბურთის ოფიციალური წესების 39.1.2 პუნქტის მიხედვით
თსუ-ს მოთამაშები: ზურაბ მაისურაძე, თორნიკე ნინიაშვილი, სოსო შერმადინი და გივი ბაქრაძე
დისკვალიფიცირებულნი იქნენ თამაშიდან.

 მაკა კუპატაძე (მატჩის არბიტრი) : მატჩის
მე-2 პერიოდის დამთვარებამდე 3,5 წამით ადრე ,,არმიას“ მოთამაშე ჯერემი რიჩარდსონი
დისკვალიფიცირებული იქნა მეტოქის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის. იგივე მიზეზით  იქნა დისკვალიფიცირებული თსუ- მოთამაშე ბექა ჩიკვილაძე.