არმიის მორიგი გამარჯვება

არმიის მორიგი გამარჯვება

სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო, 22-ე ტურის
ცენტრალურ შეხვედრაში, ,,არმიამ” ,,ენერჯი ინვესტი”ანგარიშით 83:64 დაამარცხა. მატჩი
არმიელთა  უპირატესობით წარიმართა და მათივე
გამარჯვებით დასრულდა.

,,არმიის” შემადგენლობაში ორმაგი დუბლი ერთბაშად ორმა კალათბურთელმა
შეასრულა – კოტე ტუღუშმა(20ქ.12მ) და გიორგი შარაბიძემ(16ქ.12მ).  ,,ენერჯის” რიგებში კი საუკეთესო 24 ქულით მალხაზ
აბაიშვილი გახლდათ. შეგახსენებთ, რომ ტურის დარჩენილ შეხვედრებში ერთმანეთს ,,სოხუმი”
-შსს და სტუ-სსაუ დაუპირისპირდებიან.