ბაგაცკისის პირველი გამარჯვება

ბაგაცკისის პირველი გამარჯვება

სუპერლიგის მორიგი ტური დღეს დაიწყო. რუსთავში „ენერჯი–ინვესტმა“ „სოხუმს“
უმასპინძლა და დიდი წინააღმდეგობაც გაუწია. თუმცა, სოხუმელებმა ბოლო მეოთხედში
იძალეს და ლატვიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით პირველად გაიმარჯვეს.

აინარს ბაგაცკისმა „სოხუმი“ ორიოდ კვირაა, რაც ჩაიბარა და პირველი
მატჩი თსუ–სთან დათმო. დღეს კი მისმა დამოძღვრილმა გუნდმა პირველი გამარჯვება
მოიპოვა, თუმცა როგორც ლატვიელმა სპეციალისტმა, გუნდის დანარჩენმა წევრებმაც
საკმარისად ინერვიულეს.

მასპინძლებმა პირველი მეოთხედი 11 ქულის სხვაობით დათმეს, მაგრამ
მეორე ათწუთეულში თამაში გამოასწორედ და ძირითადად სისწრაფისა და დაცვის ხარჯზე
ანგარიშიც გაათანაბრეს – 37:37 დიდი შესვენებისთვის.

მესამე მეოთხედში რუსთაველები სოლიდურ სათამაშო უპირატესობას
დაეუფლნენ, რაც ანგარიშშიც აისახა. მესამე მეოთხედის დასრულებას სამიოდ წუთი
აკლდა, როცა მიხეილ ბერუაშვილის გაწვრთვნილი გუნდი 48:41 გალიდერდა. ეს
მასპიძლელთა სერიოზული განაცხადი იყო გამარჯვებაზე, მაგრამ სოხუმელები სხვანაირად
ფიქრობდნენ. დარჩენილ დროში მათ 2 ქულამდე შეამცირეს ჩამორჩენა, ხოლო ბოლო
მეოთხედი და ბაგაცკისის გუნდის აფეთქება ერთდროულად დაიწყო. ლაშა ფარღალავამ და
იუჯინ ჰარისს მხარი წინა ხაზში ძმებმა დამუსებმაც აუბეს და სოხუმელებმა საბოლოოდ
18–ქულიანი გამარჯვება მოიპოვეს. ბოლო ათწუთეული აინარს ბაგაცკისის გაწვრთნილმა
გუნდმა 27:7 მოიგო.

სუპერლიგის ეს ტური ხვალ სპორტის სასახლეში გაგრძელდება, სადაც 4
მატჩი გაიმართება.