10-დღიანი შესვენების შემდეგ სუპერლიგის მე-2 წრის მე-8
ტური დღეს ბათუმში გაიხსნა, სადაც ადგილობრივმა
ბათუმმა ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდს
უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში მეტოქე 86:75 დაამარცხა. შეხვედრის პირველი პერიოდი სტუ-ს სასარგებლოდ დასრულდა
– 21:19, თუმცა დიდ შესვენებაზე 1-ქულიანი უპირატესბით ,,ზღვისპირელები” გავიდნენ. მესამე მეოთხედი
კიდევ უფრო საინტერესო გამოდგა, რომლის მიწურულს ტექნიკური უნივერსიტეტი ბათუმს მხოლოს
3 ქულის სხვაობით ჩამორჩა – 51:54. გადამწყვეტ მეოთხე მეოთხედში ბათუმელებმა უპირატესობა
გაზარდეს და საბოლოოდ მატჩსი 11-ქულინი სხვაობით იმარჯვეს.
შეგახსენებთ, რომ სუპერლიგის მე-2 წრის მე-8 ტური თბილისის
სპორტის სასახლეში 27 მარტს გაგრძელდება.
მატჩის გამორჩეული მოთამაშეები:
ბათუმი: ლაშა
კეშელავა – 26 ქულა, 10 მოხსნა, ნიკა რამიშვილი 26 ქულა, ივანე მაისურაძე – 12 ქულა,
ავთანდილ ელიაშვილი – 10 ქულა, 10 მოხსნა
ტექნიკური უნივერსიტეტი: ტატო ჩაჩიბაია – 17 ქულა,
10 მოხსნა, გიორგი პირველაშვილი – 17 ქულა, ზურაბ კორკოტაძე – 13 ქულა
მატჩისშემდგომი
კომენტარები:
მიხეილ კობეშავიძე
(ბათუმი): ჩემმა ბიჭებმა დღეს ბოლომდე იბრძოლეს და გამარჯვება მოვიპოვეთ.
მეტოქეს ბრძოლისუნარიანობისა და მონდომების ხარჯზე ვაჯობეთ. რაც შეეხება გიორგი ნანიტაშვილის
ტრავმას, დაზუსტებით ვერ ვიტყვი, თუმცა ვიმედოვნებ რომ ის არმიასთან მატჩი დაგვეხმარება.
გია ტეტელაშვილი (სტუ): ძალიან დაძაბული მატჩი
იყო და კარგი შანსი გვქონდა გამარჯვება მოგვეპოვებინა, თუმცა სამწუხაროდ მარცხი განვიცადეთ. ბიჭების თამაშით კმაყოფილი ვარ, ბოლომდე დაიხარჯნენ, თუმცა არ გაგვიმართლა.
მიუხედავად ამისა, ფარ-ხმალს არ დავყრით მიმდინარე რეგულარულ ჩემპიონატში ბოლომდე დავიხარჯებით.
ბათუმი – სტუ 86:75