სტატისტიკა 5 აპრილს დაწყებული სუპერლიგის 25-ე ტური დღეს 1 მატჩით
გაგრძელდა. ბათუმში სათამაშოდ „რუსთავი“ ჩავიდა. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით –
88:71 დასრულდა.
ქვემოქართლურ გუნდს პლეი ოფის საგზური მყარად გარანტირებული
აქვს, ხოლო რაც შეეხება „ბათუმს“, ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი აჭარელების უპირველესი საზრუნავი
სუპერლიგაში დარჩენაა.
მატჩი რუსთაველების უპირატესობით დაიწყო, რომლებმაც
პირველი პერიოდი 22:17 მოიგეს, თუმცა ბათუმელებმა დიდ შესვენებამდე ჩამორჩენა ჯერ შეამცირეს,
ხოლო მესამე პერიოდში დაწინაურდნენ. მასპინძლებმა ათწუთეული 22:14 მოიგეს და გადამწყვეტ
პერიოდს 5-ქულიანი ლიდერობით შეხვდნენ.
დასკვნით პერიოდში არაფერი შეცვლილა. პირიქით, ბათუმელებმა
მეტი სიზუსტე გამოიჩინეს და საბოლოოდ გამარჯვებამდეც მივიდნენ – 88:71. აჭარულ გუნდს
20 ქულით კახა ჯინჭარაძემ ულიდერა. 14 ქულა
და 15 მოხსნა იგორ კრივცოვის ანგარიშზე დაგროვდა. რუსთაველთაგან 18 ქულით საუკეთესო
იყო ჩარლი ლი, ქეისი კასპერბაუერმა კი 16 ქულა მოაგროვა.
სუპერლიგის 25-ე ტურის დარჩენილი 2 მატჩი ხვალ, ოლიმპიურ
სასახლეში გაიმართება.