ბათუმმა საქმე მესამე მატჩამდე მიიყვანა

ბათუმმა საქმე მესამე მატჩამდე მიიყვანა

ბათუმისა და შსს-ს  წყვილში გამარჯვებული მე-3 მატჩში გადაწყდება. მას შემდეგ, რაც 14 აპრილს შინ წააგეს, ბათუმელებმა
დღეს შსს თბილისში 95:84 დაამარცხეს და 20 აპრილს აჭარაში გადამწყვეტი შეხვედრა
გაიმართება.

შეხვედრა ბათუმელთა უპირატესობით დაიწყო. დავით იმნაძისა და ბესიკ
ლეჟავას ძალისხმევით სტუმრებმა პირველი ტაიმი 12 ქულით მოიგეს, თუმც შემდეგ
იმნაძემ მეოთხე პერსონალური მიიღო და სათადარიგოებში გადაინაცვლა. ამის ისარგებლეს
შედარებით გრძელი სათადარიგოთა სკამის მქონე „ძალოვნებმა“ და მესამე მეოთხედშივე
მოიპოვეს ლიდერობა, რაც ძირითადად გიორგი ნიკოლაძის და ირაკლი ბერიშვილის
აქტიურობას მოჰყვა. მესამე მეოთხედი მაინც ბათუმელებმა მოიგეს (63:62), თუმც
გადამწყვეტ ათწუთეულში ყველაფერი სტუმართა სასიკეთოდ წარიმართა. მოედანს მობრუნებულმა
იმნაძემ ფარქვეშ ფრთები გაშალა, ლაშა კეშელავამ სამქულიანი სამიზნე გაისწორა, ხოლო
ბესიკ ლეჟავა ყველა ამბლუაში კომფორტულად გრძნობდა თავს – შორიდანაც ლაშქრავდა
შსს-ს კალათს და შედეგიან სწრაფ გარღვევებსაც ახორციელებდა.

თამაშის დასრულებამდე 3,5 წუთით ადრე ბათუმელთა ლიერობამ 13 ქულას
მიაღწია და ყველაფერიც აქ გაირკვა. დასკვნითმა წუთნახევარმა აზრი დაკარგა და
მოთამაშეებმა სიარულში ჩაამთავრეს შეხვედრა.

მესამე, გადამწყვეტი შეხვედრა, რომლის გამარჯვებულიც ნახევარფინალის
საგზურს მოიპოვებს, 20 აპრილს ბათუმში გაიმართება.

დღეს გამართულ პირველ მატჩში აგრარული უნივერსიტეტის გუნდს თავიდან გაუჭირდა “დინამოსთან” და პირველი ტაიმის შემდეგ 7 ქულითაც აგებდა, თუმცა მეორე ტაიმიდან ამოქმედდა და ბექა წივწივაძე- ტატო ჩაჩიბაიას შედეგიანი თამაშის წყალობით პირველი გამარჯვება მოიპოვა. სსაუ მეოთხედფინალურ სერიაში 1:0 დაწინაურდა და თუკი ხვალ, 17 აპრილს, იმარჯვებს, ნახევარფინალის საგზურს მოიპოვებს.

მეოთხედფინალების ფოტოგალერეა