ბათუმმა სუპელრიგის ლიდერ კაკტუსს შანსი არ დაუტოვა

ბათუმმა სუპელრიგის ლიდერ კაკტუსს შანსი არ დაუტოვა

სუპერლიგის მორიგი ტური ბათუმში, ადგილობრივ გუნდსა და ჩემპიონატის ამჟამინდელ ლიდერ კაკტუსს შორის დაპირისპირებით დაიწყო. როგორც მოგეხსენებათ, თბილისური გუნდის მთავარი მწვრთნელი, ირაკლი ხოშტარია, 2023 წლის სუპერლიგის All Star-ის ადგილობრივთა გუნდს ხელმძღვანელობდა. სწორედ “ყველა ვარსკვლავის” წინა სამატჩოდ გამართულ პრესკონფერენციაზე, სუპერლიგის მეორე წრესთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე, რომელიც მისი გუნდის შანსებს ეხებოდა, ხოშტარიამ აღნიშნა, რომ მომდევნო რამდენიმე თვე განსაკუთრებით დატვირთული და რთული იქნებოდა: “მოწინააღმდეგე გუნდები აშკარად ძლიერდებიან, მათ ახალი მოთამაშეებიც დაიმატეს, მაშინ როცა კაკტუსის შემადგენლობა ფაქტობრივად იგივეა. ხოშტარიას განცხადებით თამაშის ახალი გზების გამოძებნა და კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება სერიოზული გამოწვევა იქნება, როგორც სამწვრთნელო შტაბისთვის, ასევე მოთამაშეებისთვისაც.

ბათუმში გამართულმა თამაშმა, ლიდერთა მთავარი მწვრთნელის განცხადებების სისწორე ნამდვილად დაგვანახა. ბათუმელებმა სატრანსფერო ფანჯარა საკმაოდ ნაყოფიერად გამოიყენეს და ორი მაღალი კლასის ლეგიონერით გაძლიერდნენ. თითქოს, თამაშამდე მასპინძლები აუტსაიდერებად მიიჩნეოდნენ, თუმცა საბოლოო შედეგმა განსხვავებული სცენარი გვიჩვენა. ბათუმურმა გუნდმა 4 მეოთხედიდან მხოლოდ მესამე პერიოდი დათმო, იცის მინიმალური, ერთ ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 21:22. სხვა მეოოთხედებში სოლიდურ ლიდერობას ინარჩუნებდა და თამაში დამაჯერებელი, 18 ქულიანი სხვაობით – 90:78  (სტატისტიკა) გაიმარჯვა.

გამარჯვებაში უდიდესი წვლილი სწორედ ლეგიონერებმა შეიტანეს. კაილი რიდლმა 23 ქულა მოუტანა თავის გუნდს, ხოლო ახალწვეული სეშენ ჯორდანი 16 ქულითა და 8 მოხსნით გამოირჩა. რაიან ალენის 23 ქულა და ჯეისონ კოპმანის 18 მოხსნა საკმარისი არ აღმოჩნდა კაკტუსის წარმატებისთვის. მეორე ტურის დარჩენილი მატჩების წინ კაკტუსი ცხრილში ლიდერობას კვლავ ინარჩუნებს, თუმცა მის მდევრებს, კავკასიას, დელტასა და ოლიმპს ამ ტურის მატჩები სათამაშო აქვთ.