“ბათუმმა” ჭიათურელებს შანსი არ დაუტოვა

“ბათუმმა” ჭიათურელებს შანსი არ დაუტოვა

სუპერლიგის მე–15 ტური დღეს ბათუმში ადგილობრივ გუნდისა და „ჭიათურის“
მატჩით დაიწყო. ჩემპიონატის აუტსაიდერმა იმერულმა გუნდმა ვერაფერი გააწყო
შედარებით გამოცდილი მოთამაშეების მყოლ „ბათუმთან“ და 56:100 დამარცხდა.

მეტ–ნაკლებად თანაბარი თამაში პირველ მეოთხედში იყო, როცა ჭიათურელები
მასპინძლებს ფეხდაფეხ მისდევდნენ. სტუმართა ლიდერი თეიმურაზ თავამაიშვილი ტოლს არ
უდებდა ბათუმელ ოპონენტებს და მისმა გუნდმა პირველი ათწუთეული მხოლოდ 4 ქულით რომ
წააგო, სწორედ მისი დამსახურება გახლდათ.

თუმც დაიწყო მეორე მეოთხედი და ბათუმელებიც სრულ უპირატესობას
დაეუფლნენ. დავით იმნაძემ ფარქვეშეთი დაიპყრო, ის კი არა, ეს ტანმაღალი მოთამაშე
სამქულიანებსაც აგდებდა. საბოლოოდ იმნაძემ 38 ქულა მოაგროვა, რაც მიმდინარე
სეზონის მეორე საუკეთესო შედეგია. ყველაზე მეტი ქულაც მას ეკუთვნის – „ჭიათურასთან“
პირველი წრის მატჩში იმნაძემ 44 ქულა მოინაგრა.

პირველი ტაიმის შემდეგ ბათუმელებმა 16–ქულიანი ლიდერობა მოიპოვეს და
დარჩენილ დროშიც არ გასჭირვებიათ. საბოლოოდ დავით უსტიაშვილის გუნდმა 100:56
მოიგო.

სუპერლიგის მე–15 ტურის 3 მატჩი ხვალ, 6 მარტს, სპორტის სასახლეში
გაიმართება.

 

მატჩის სტატისტიკა: http://www.superleague.ge/results.php?gameid=205