ბათუმმა ზესტაფონის მარგვეთი თბილისში, ბოლო წუთზე დაამარცხა

ბათუმმა ზესტაფონის მარგვეთი თბილისში, ბოლო წუთზე დაამარცხა

სუპერლიგის მე-10 ტური 2 დღეზეა გადანაწილებული: დღეს 2 შეხვედრა თბილისსა და რუსთავში გაიმართა, 16 დეკებერს კი 3 მატჩი დედაქალაქშია დაგეგმილი. ტური ოლიმპიურ სასახლეში, ზესტაფონის “მარგვეთსა” და “ბათუმის” დაპირისპირებით გაიხსნა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილ ზესტაფონელებს მიმდინარე სუპერლიგაში ყველაზე ცოტა – 2 მოგება აქვთ და ცხადია, გუნდი კრიზისიდან გამოსავალ გზებს ეძებს. მორიგი შანსი ბათუმთან დაპირისპირება იყო, რომელიც მარგვეთმა ვერ გამოიყენა.

თანაბარი, დაძაბული მატჩის ბედი ბოლო წამებზე გაირკვა. ბოლო წუთზე ანგარიში თანაბარი იყო. ტაიშონ კროუფორდის 2 ზუსტი საჯარიმოს შემდეგ, ძირითადი დროის დასრულებამდე 50 წამით ადრე  ანგარიში 76:76 გახდა. ბათუმელთა ლიდერმა რევაზ როგავამ ორულიანი მალევე ჩააგდო და ზღისპირელები 78:76 დააწინაურა. საკვანძო გამოდგა ლუკა კალატოზიშვილის ჩაჭრა, რომელმაც ბურთი ზესტაფონელთა მთავარ მექულეს, მაიკლ მეისს აართვა. ზესტაფონელებმა თავი ჯარიმოს გარეშე ვერ დაიცვეს და როგავა საჯარიმოს ხაზზე დადგა – ორივე ზუსტი სროლა და დარჩენილ 12 წამში 4 ქულით დაწინაურებული ბათუმი მიუწვდომელი გახდა.

ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა ბათუმმა 80:76 (სტატისტიკა) იმარჯვა და მიმდინარე სუპელრიგაში მე-5 გამარჯვება მოიპოვა. ზღვსპირელებს 26 ქულით რევაზ როგავამ ულიდერა. ოთარ ბულიავამ 13 ქულა, 11 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. 15 ქულა, 7 მოხსნა და 3 პასი კალატოზიშვილის ანგარიშზეა. მარგვეთში 24 ქულით, 12 მოხსნითა და 4 დაფარებით ტაიშონ კროუფორდი გამოირჩა. მარტი ჯექსონმა 16 ქულა და 8 მოხსნა, მაიკლ მეისმა კი 14 ქულა და 5 პასი მიითვალა.