დადიანის მემორიალი: რუსთავმა თსუ დაამარცხა

დადიანის მემორიალი: რუსთავმა თსუ დაამარცხა

საკალათბურთო აკადემიაში გრძელდება დუდუ დადიანის სახელობის 2012 წლის  მემორიალი. დღევანდელი დღის მეორე მატჩი რუსთავსა და თსუს შორის შედგა. 

შეხვედრის პირველი ტაიმი რუსთაველებმა 10 ქულიანი უპირატესობით დაასრულეს .,,ქვემოქართლელები“ მეორე ნახევარშიც დომინირებდნენ და საბოლოოდ 18 ქულით, 79:61 დაამარცხეს მეტოქე.
  გამარჯვებულთაგან, გუშინდელი თამაშის მსგავსად,  თავი ლეგიონერმა, ნეით ბოუიმ გამოიჩინა 18 ქულით,  ჟულივეტ ტუჯანს კი ორმაგ დუბლამდე ერთადერთი მოხსნა დააკლდა – 11 ქულა ,9 მოხსნა.
 ,,სტუდენტთა“  რიგებში  საუკეთესო ვახტანგ ჩქარეული გახლდათ, რომელმაც საკუთარ აქტივში 20 ქულა ჩაიწერა.
   დღის დასკვნითი მატჩი 15:00 საათზე დაიწყება. ერთმანეთს 2011 წლის დუდუ  დადიანის მემორიალის გამარჯვებული ,,ქუთაისი” და მოქმედი ჩემპიონი ,,არმია” დაუპირისპირდებიან.