დასრულდა სუპერლიგის
მესამე ტურის კიდევ ერთი შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ,,ოლიმპს” შორის, სადაც დებიუტანტმა ოლიმპის ანგარიშით 80:72 იმარჯვა. როგორც მოსალოდნელი
იყო, მატჩი ძალიან საინტერესო და დაძაბული აღმოჩნდა.
მთელი თამაში გუნდების გარდამავალი
უპირატესობით წარიმართა, ხოლო მოგებულთა ვინაობა
შეხვედრის ბოლომდე არ გარკვეულა.
მატჩის პირველი
ნახევარი ,,ძალოვნების” სასარგებლოდ – 45:41 დასრულდა. ხოლო მესამე მეოთხედიდან შეხვედრა კიდევ უფრო დაიძაბა. საინტერესო კი განსაკუთებით
ბოლო დასკვნითი მეოთხედი გამოდგა, სადაც გამარჯვებული გუნდი უნდა გამოვლენილიყო, ამ
პერიოდში გუნდებს შორის თანაბარი ანგარიში რამდენჯერმე დაფიქსირდა და მატჩის ბედი თამაშის დასრულებამდე მხოლოდ 2.03
წუთით ადრე გაირკვა. ,,ოლიმპმა” 6-ქულიანი
უპირატესობა მოიპოვა (72:78), შსს-მ კი დარჩენილ
დროში ვეღარ მოახერხა მეტოქეს დაწეოდა.
,,ოლიმპმა” საბოლოოდ 80:72 დაამარცხა მეტოქე და ამ სეზონში ზედიზედ მეორე გამარჯვება გაიფორმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს (და არა მხოლოდ შსს-ს
) რიგებში საუკეთესო გახლდათ ამერიკელი ლეგიონერი
რობერტ კრეპსი, რომელმაც 34 ქულა მოაგროვა და რეკორდი დაამყარა. ამ შედეგით იგი საუკეთესო გახდა არა მხოლოდ
საკუთარი გუნდის რიგებში, არამედ წლევანდელ ჩემპიონატში. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე
სეზონში 34 ქულა აქამდე არავის მოუგროვებია.
კრეპსიმ 34 ქულასთან ერთად 10 მოხსნაც მიითვალა და რეკორდთან ერთად ორმაგი დუბლი
შეასრულა. დუდუ დადიანის მემორიალში და სუპერლიგის
ახალ სეზონში მის მიერ ჩატარებულ მატჩებს თუ
გავითვალისწინებთ, რობერტ კრეპსი უდავოდ საუკეთესო ლეგიონერია ჩვენს ჩემპონატში.
რაც შეეხება
გამარჯვებულ გუნდს, ,,ოლიმპს” , მის რიგებში გამოირჩა სერბი ლეგიონერი ილია მილუტინოვიჩი,
რომელმაც 24 ქულითა და 16 ქულით ორმაგი დუბლი მიითვალა და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში საკმაო წვლილი დაიდო.
ორმაგი დუბლი
შეასრულა აგრეთვე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა გიორგი გამყრელიძემ, რომელმაც
22 ქულა და 14 პასი მიითვალა.
შეგახსენებთ,
რომ სუპერლიგის დღევანდელი ტურის დასკვნით მატჩში ერთმანეთს სოხუმისა და დინამოს გუნდები
შეხვდებიან.