დებიუტანტმა “ტიტებმა” სუპერლიგა მოქმედი ჩემპიონის ძლევით გახსნა

დებიუტანტმა “ტიტებმა” სუპერლიგა მოქმედი ჩემპიონის ძლევით გახსნა

სუპერლიგის დებიუტანტმა “შსს აკადემია – ტიტებმა” სეზონი რიხით დაიწყო. დავით უსტიაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ცოტა ხნის წინ დუდუ დადიანის ფინალში ითამაშა, დღეს კი სუპერლიგა მოქმედი ჩემპიონი “დინამოს” ძლევით დაიწყო.

“ტიტებმა” გუნდურად ითამაშა. როგორც დაცვაში, ისე შეტევაში გუნდის წევრები მობილიზებულები იყვნენ. თანაბარი სასტარტო 5 წუთის შემდეგ შსს აკადემიელებმა მატჩის სადაავეები ხელთ იგდეს და პერიოდის ბოლომდე 7-ქულიან უპირატესობას მიაღწიეს – 23:16.  მეორე ათწუთეულში “დინამო” ეცადა, მაგრამ ვითარება ვერ გამოასწორა. უკანა ხაზიდან “ტიტების” გამთამაშებლები ისროდნენ ზუსტად, ფარქვეშ კი ილია ლონდარიძე აქტიურობდა, რომელიც გასულ სეზონში “დინამოს” ღირსებას იცავდა.

მეორე პერიოდი მატჩში გარდამტეხი გამოდგა. “შსს აკადემია ტიტებმა” ათწუთეული 22:8 მოიგო და დიდ შესვენებაზე 21-ქულიანი ლიდერობით გავიდა. დინამოელებს თამაშის გადასარჩენად დრო კი ჰქონდათ, მაგრამ მესამე პერიოდში მხოლოდ 1 ქულის გაბათილება მოახერხეს და წასაგებად გაიწირნენ.

ბოლო პერიოდში “ტიტებმა” ენერგია აღარ დახარჯა, ინიციატივა მეტოქეს დაუთმო, თუმცა გამარჯვებამდე მშვიდობიანად მისვლა არ გასჭირვებია. “ტიტებში” 22 ქულით საუკეთესო იყო დენიელ აფჩერჩი. 15 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა ილია ლონდარიძემ, ხოლო ჟოელ ალმეიდას ანგარიშზე 13 ქულა დაგროვდა. “დინამოში” 23 ქულითა და 16 მოხსნით გამოირჩა ხორვატი ლეგიონერი, დემაგოი ბუბალო, ხოლო რეჯერ დოუელმა შეხვედრა 11 ქულით დაასრულა. 

დინამო – შსს აკადემია-ტიტები
სტატისტიკა: 63:70