მე-7 ტურის ბოლო შეხვედრა ,,დინამოსა” და ,,არმიას” შორის გაიმართება. ეს თამაში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, რადგან არც ერთ გუნდს სეზონში წაგება არ აქვს. შეხვედრის დაწყებამდე გუნდების მწვრთნელებმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
მამუკა ტურაშვილი(,,დინამოს’’ მწვრთნელი):
დღეს ორივე გუნდისთვის პრინციპული შეხვედრაა, ,,დინამოსაც’’ და ,,არმიასაც’’ ყველა
მოგება აქვთ და შევეცდებით არ ვიყოთ ის გუნდი, რომელიც წაუებელ სერიას დღეს დაასრულებს.
,,არმიას’’ კარგი გუნდი ჰყავს, სტარტიც კარგი ჰქონდა, თუმცა ჩვენ ყველა თამაშზე მოსაგებად
გამოვდივართ. დღესაც გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ.
კოტე ტუღუში(,,არმიის’’ მთავარი მწვრთნელი):
მართლაც საინტერესო თამაში იქნება. სეზონი კარგად დავიწყეთ, თუმცა სწორედ ახლა შევდივართ
იმ ეტაპზე, როცა ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები გველის ჯერ ,,დინამოსთან’’, შემდეგ
,,ქუთაისთან’’ და ,,სოხუმთან’’. დაძაბული 3 კვირა გველოდება. ,,დინამო’’ ჩვენზე ძლიერი
გუნდია და ჩემპიონობის ყველაზე დიდი შანსი აქვს, თუ რომელიმე გუნდი მეორე წრიდან საგრძნობლად
არ გაძლიერდება. დღევანდელი თამაშისთვის სერიოზულად ვემზადებოდით, როგორც ფავორიტთან
სათამაშოდ. მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიოთ.