დინამო – ბათუმი – წინასამატჩო პრესკონფერენცია

დინამო – ბათუმი – წინასამატჩო პრესკონფერენცია

სუპერლიგის მესამე ტურის დარჩენილ მატჩებს დღეს თბილისის სპორტი სასახლე მასპინძლობს. პირველ შეხვედრაში ერთმანეთს ,,დინამო” და ,,ბათუმი” დაუპირისპირდებიან. თამაშის დაწყებამდე გუნდების მწვრთნელებმა კომენტარი წინასამატჩო პრესკონფერენციაზე გააკეთეს.

მამუკა ტურაშვილი(,,დინამოს’’ მწვრთნელი):
წელს ,,დინამოს’’ საჩემპიონო ამბიცია აქვს და ყველა თამაშზე მოსაგებად გავდივართ, ბათუმი
ერთ-ერთი მთავარი კონკურენტია და მაქსიმალურად შევეცდებით, გავიმარჯვოთ. ყველაზე გვიან
შევიკრიბეთ,  მოთამაშეები გვიან დაგვემატნენ
და შეთამაშება გვაკლია, მეორე წრიდან უკეთესი გუნდი ვიქნებით.

მიხეილ კობეშავიძე(,,ბათუმის’’ მთავარი მწვრთნელი): იგივე
პრობლემა გვაქვს ჩვენც, გამთამაშებელი გვიან ჩამოვიდა, ყველაზე ცოტა თამაში გავმართეთ
და შეთამაშება ნამდვილად გვაკლია. ,,დინამო’’ ძალიან ძლიერი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული,
თუმცა ბოლომდე ბრძოლას ვაპირებთ.