დინამო ჩემპიონობას მიუახლოვდა (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

სტატისტიკა გალერეა VIDEOთბილისის
“დინამო” ფინალურ სერიაში 2:0 დაწინაურდა. ირაკლი ხოშტარიას გუნდმა  გუშინდელის მსგავსად არა, მაგრამ მთლიანობაში მაინც
იოლად იმარჯვა. დინამოელებმა ფინალური სერიის მეორე შეხვედრაში იმერული გუნდი
92:61 დაამარცხა და ჩემპიონობას 1 მოგება აშორებს.

ქუთაისლებმა თამაში
ისე დაიწყეს, ბევრს აფიქრებინეს, რომ ბოლომდე საინტერესო თამაში იქნებოდა. მაგრამ მოლოდინი
არ გამართლდა. საწყის 5 წუთში სტუმრები მცირედით ლიდერობდნენ, მაგრამ მეოთხედის მიწურულს
დინამოელებმა ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვეს და პირველ შესვენებაზე 9-ქულიანი ლიდერობით
გავიდნენ – 28:19.

მეორე მეოთხედიდან
მასპინძლებმა მოპოვებული უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვეს, ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარეს
და საბოლოოდ 31-ქულიანი სხვაობით გაიმარჯვეს. 2:0 ფინალურ სერიაში ის ჰანდიკაპია, რომლის
გაბათილებაც თითქმის შეუძლებელია. 0:2 ჩამორჩენიდან ჩემპიონობა თბილისის “ვითას”
მოუპოვებია, რომელმაც 1998-99 წლების სეზონში რუსთავის “აზოტი” 3:2 დაამარცხა.

მომდევნო მატჩი
24 მაისს ქუთაისში გაიმართება და თუ მასპინძლები იმარჯვებენ, მორიგ მატჩს კვლავ ქუთაისი,
მეორე დღეს უმასპინძლებს.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს’’ მთავარი მწვრთნელი):  ფინალური სერიისთვის ის ამოცანა, რომ თბილისში 2
გამარჯვება მოგვეპოვებინა, შევასრულეთ. დღესაც სწორი ტაქტიკური მონახაზით ვითამაშეთ,
გვქონდა ჩავარდნა, თუმცა ანგარიში ყველაფერზე მეტყველებს. სერია 3 მოგებამდეა,  ამიტომ დამთავრებული არაფერი არაა, მოვემზადებით
მომდევნო თამაშისთვის და შევეცდებით, მაქსიმალურად მომზადებულები შევხვდეთ მე-3 შეხვედრას.

მედეა მხეიძე(,,ქუთაისის’’ მწვრთნელი): მივულოცავ
მოწინააღმდეგეს გამარჯვებას. ფაქტობრივად, ერთადერთი შანსი გვრჩება – საკუთარ მოედანზე,
სადაც ყოველთვის გვერდში გვიდგას გულშემატკივარი, სათანადო წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ
,,დინამოს’’. რეალურად, ჩვენი მოგების შანსები მცირეა, თუმცა ყველანაირად ვეცდებით
სათანადოდ დავამთავროთ სეზონი. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი გულშემატკივარს, სამწუხაროდ,
დღესაც ვერ ვაჩვენეთ კარგი თამაში. ,,არმიასთან’’ სულ სხვანაირი სერია გვქონდა. თუმცა
კიდევ გვაქვს შანსი მოედანი თავაწეულებმა დავტოვოთ. კიდევ ერთხელ მადლობას ვეტყვი ყველას.

ლევან ცეკვავა(,,ქუთაისი’’): სამწუხაროდ,
უკვე მეორე შეხვედრაა ვერ ვაჩვენებთ იმ თამაშს, რასაც მთელი სეზონი ვაჩვენებდით. ეს
ალბათ გადაღლილობის ბრალია. თუმცა თამაშები კიდევ დარჩა და ყველაფერს გავაკეთებთ და
ბოლომდე ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ჩვენი შესაძლებლობები ვაჩვენოთ.