სუპერლიგის მეოთხედფინალური სერიები გრძელდება. დღეს
4 შეხვედრა გაიმართება. 2 მატჩი სპორტის სასახლეში ჩატარდება, ,,არენაზე’’ ,,ოლიმპი’’
,,რუსთავს’’ უმასპინძლებს, ბათუმში კი სათამაშოდ ,,ქუთაისი’’ ჩავა.
დღის პირველ და ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს ,,მგზავრები-არმია’’
და ,,დინამო’’ დაუპირისპირდებიან. ,,დინამო’’ სერიას 2:0 იგებს და ნახევარფინალამდე
ერთადერთი მოგება აშორებს. გაგაცნობთ გუნდების მთავარი მწვრთნელების მიერ თამაშის დაწყებამდე
გაკეთებულ კომენტარებს.
ბუბა ბერიშვილი(,,მგზავრები-არმიის’’
მთავარი მწვრთნელი): დასაკარგი აღარაფერი გვაქვს, ძალიან რთულ მდგომარეობაში
ჩავიგდეთ თავი, 2:0 ვაგებთ სერიას. დღეს ჩვენთვის მთავარი გამარჯვებაა და მაქსიმალურად
ვიბრძოლებთ ამისთვის.
ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს’’
მთავარი მწვრთნელი): დღეს ფიზიკურ მზადყოფნასთან ერთად მთავარი ფსიქოლოგიური
მზადყოფნაა, 2:0 ვიგებთ, სერიაში გამარჯვებული 3 მოგებით გამოვლინდება, ასე რომ მნიშვნელოვანია
ფსიქოლოგიურად ვიყოთ მზად იმისთვის, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. ველოდებით,
რომ რთული თამაში იქნება.