დინამო – მგზავრები-არმია – წინასამატჩო პრესკონფერენცია

დინამო – მგზავრები-არმია – წინასამატჩო პრესკონფერენცია

 

სუპერლიგის
მეორე მეოთხედფინალურ წყვილის მატჩი სპორტის სასახლეში 16:00 საათზე დაიწყება. ერთმანეთს
,,დინამო’’ და ,,მგზავრები-არმია’’ დაუპირისპირდებიან. გუნდების მწვრთნელებმა თამაშის
დაწყებამდე წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს’’ მთავარი
მწვრთნელი):
 პლეი ოფია და ყველაფერი თავიდან
იწყება როგორც ჩვენთვის, ისე ყველა გუნდისთვის. გააზრებული გვაქვს, რას ნიშნავს პლეი
ოფი, რა დაძაბულობაა და რა მნიშვნელობა აქვს თითოეულ თამაშს. ჩვენ პირველ ადგილზე დავასრულეთ
რეგულარული, მეტოქემ კი ვერ შეძლო სასურველი შედეგის ჩვენება, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს.
მიუხედავად დიდი დანაკლისისა, ვეცდებით ღირსეულად ვითამაშოთ და სასურველ შედეგს მივაღწიოთ.

ბუბა ბერიშვილი(,,მგზავრები-არმიის’’
მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში, მინდა აღნივშნო, რომ საკმაოდ ძლიერ გუნდს
ვეთამაშებით, ჩვენ ბოლო ადგილზე ვართ, ისინი პირველ ადგილზე გავიდნენ. რთულია პროგნოზის
გაკეთება, მე იმედი მაქვს ჩემი გუნდის, ბოლომდე ვიბრძოლებთ, დანარჩენს კი თამაში გვაჩვენებს.