სუპერლიგის
მეოთხედფინალური სერიები გრძელდება. მეორე დღე ,,დინამოსა’’ და ,,მგზავრები-არმიის’’
დაპირისპირებით გაიხსნება. შეგახსენებთ, რომ ,,დინამო’’ გუშინდელი გამარჯვების შემდეგ
სერიას 1:0 იგებს.
მეორე
მატჩის დაწყებამდე გუნდების მწვრთნელებმა წინასამატჩო კომენტარები გააკეთეს.
ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს’’ მთავარი
მწვრთნელი): გუშინდელის შემდეგ ვისაუბრეთ იმ შეცდომებზე, რაც გვქონდა,
პირველ რიგში, დაცვაში. შევეცდებით ვითამაშოთ უფრო აგრესიული, ოდნავ შეცვლილი ტაქტიკით.
პლეი ოფის თამაშია და, რა თქმა უნდა, რთულია, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის,
რომ სასურველი შედეგით დავასრულოთ შეხვედრა.
ბუბა ბერიშვილი(,,მგზავრები-არმიის’’
მთავარი მწვრთნელი): წინასწარ საუბარი გამიჭირდება, თუმცა გუშინდელი შეცდომები
განვიხილეთ და ვფიქრობ, ბევრად უკეთ უნდა ვითამაშოთ. უფრო აზრიანად ვიასპარეზებთ და
უფრო მოტივირებულებიც ვართ.